ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Georgian Airways-ი ახალ ბოინგს ყიდულობს და ბილეთების გაიაფებაზე მუშაობს
04 მაისი, 2017

ავიაკომპანია Georgian Airways-ი უახლოეს მომავალში სამგზავრო ბილეთების გაიაფებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ „კომერსანტს" ავიაკომპანიაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ფასების კორექტირებაზე ყოვლედღიურ რეჟიმში მიდის მუშაობა, თუმცა, ამ ეტაპზე გადაწყეტილი არაფერი არ არის. „არ არის გამორიცხული ბილეთების გაიაფება, ამ საკითხზე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ"-აცხადებენ Georgian Airways-ში.

Georgian Airways-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე ფასები 475 ლარიდან იწყება (1 გზა) ,თბილისი-ლონდონის მიმართულებით ფრენა კი ერთ ადამიანზე 1 გზა 1153 ლარი ჯდება.

Georgian Airways-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან ფლოტის განახლებას გეგმავს. კერძოდ, ავიაკომპანია ევროპის ქვეყნების მიმართულებებზე ახალი Boeing 737-700-ით იფრენს. ეს კომპანიისთვის მეექვსე თვითმფრინავი იქნება. ამ დროისთვის კომპანიის ფლოტი ასე გამოიყურება: Boeing 737-500 - 116 ადგილი, Boeing 737-700 - 132 ადგილი, ერთ CRJ100 - 50 ადგილი, სამი CRJ200 - 50 ადგილი.

ავიაკომპნია Georgian Airways-ში არ აკონკრეტებენ ახალი თვითმფრინავის საბაზრო ფასს,თუმცა, აცხადებენ, რომ კომპანია ახალ ავიალაინერს ლიზინგის მეშვეობით ყიდულობს.

როგორც ცნობილია, Boeing 737-700 -ის საბაზრო ფასი დაახლოებით 80 მილიონ დოლარს შეადგენს.

Georgian Airways-ის ინფორმაციით, წლის ბოლომდე ავიაკომპანია ფლოტს ისევ განაახლებს. რა ტიპის თვიღთმფრინავის შესყიდვას აპირებს ავიაკომპანია და რა ფასად, აღნიშნულ დეტალებზე ავიაკომპანიაში საუბარი ამ დროისთვის არ სურთ.

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.