ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Georgian Airways პარიზის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონიდან დაიწყებს
13 აპრილი, 2017

Georgian Airways პარიზის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონიდან დაიწყებს. კომპანიის ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ ფრენები კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება. 

"ზაფხულის სეზონიდან გვინდა ფრენების დაწყება, უბრალოდ ჯერ ამაზე ვმუშაობთ და დეტალებს ვაზუსტებთ",- აცხადებს დავითაშვილი. 

მისი თქმით, თუ მომხმარებელი ბილეთებს წინასწარ დაჯავშნის, ფასი შედარებით დაბალი იქნება, თუმცა, კონკრეტულად რა ეღირება ბილეთების საფრანგეთის დედაქალაქის მიმართულებით, დავითაშვილი არ ასახელებს.

WWW.BM.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.