ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გიორგი ჩხაიძე: „თბილისში სასტუმროები არ არის დატვირთული, ჩვენი ინდუსტრიისთვის ეს ზღვაში წვეთია“
29 ივლისი, 2021

სასტუმრო „ღვინის სასახლე“ თბილისში 2017 წელს გაიხსნა. (მისამართი: საბურთალო, ბიძინა კვერნაძის ქუჩა 31). ქართული ინტერიერით, კეთილგანწყობილი პერსონალითა და საკუთარი მარანის წყალობით, მალევე მიიქცია ყურადღება. თუმცა, მსოფლიო პანდემიამ ტურისტების ნაკადის შემცირება გამოიწვია.

სასტუმროს მფლობელი და დირექტორი გიორგი ჩხაიძე ტურისტულ სფეროში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრა:

- ბატონო გიორგი, ტურისტული სეზონია, როგორც საქართველოს ზღვისპირეთს, ისე დედაქალაქს ივლის-აგვისტოში ბევრო სტუმარი ჰყავს ხოლმე, თუმცა პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე?

- დღესდღეობით თბილისში სასტუმროები ძირითადად იტვირთება სტუმრებით არაბეთიდან და დუბაიდან, მაგრამ ისინი უმთავრესად ჩერდებიან დიდ, 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში. რაც შეეხება შედარებით პატარა სასტუმროებს, არ არის დატვირთული და ეს სამწუხარო რეალობაა. თუ ვინმეს სურს რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლა, მინსკისა და ერევნის გავლით უწევს ფრენა და მგზავრობა ძვირი ჯდება.

ჩვენი იდუსტრიისთვის კი ეს ზღვაში წვეთია. უამრავი მეგობარი, ვინც ტურიზმის განვითარების განხრით ვმუშაობთ ყველა ერთი და იგივე პრობლემის წინაში ვდგავართ. ახლახან სასტუმროების წარმომადგენლებს შეკრება გვქონდა „რედისონში“ და იქ აღინიშნა, რომ აბსოლიტურად საპირისპირო სურათია იმისთან, რაზეც ტურიზმის ადმინისტრაცია საუბრობს. ვფიქრობ, ჩვენ სწორედ ამ რეალობაზე უნდა ვისაუბროთ.

თუ რუსეთის სახელმწიფომ საზღვრები გახსნა და თავის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლის უფლება მისცა, მაშინ სასტუმროები 100%-ით დაიტვირთება. ასევე თუ დაიშვება საჰაერო ფრენა ირანიდან, რადგან ამ ქვეყნიდან ყოველთვის შემოდის ტურისტების დიდი ნაკადი.

რუსეთიდან ხშირად გვიკავშირდებიან და ზუსტად ვიცით, რომ მანქანებითაც უნდათ წამოვლა, თუმცა ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია. ეს სურათი თუ შეიცვალა, უამრავი ადამიანი დასაქმდება, როგორც სასტუმროებში, ისე რესტორნებში და ქვეყანას შემოსავალი ექნება. 2019 წლამდე ყველა სასტუმრო კარგად იყო სტუმრებით დატვირთული. დიდი იმედი გვაქვს, რომ სტაბილური გარემო გვექნება როგორც ეპიდემიულოგიური თვალსაზრისით, ისე პოლიტიკურად. სტუმარს მშვიდი გარემო სჭირდება.

5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ, არაერთ სასტუმროში გააუქმეს ჯავშანი. ეს ძირითადად ევროპიდან მოხდა. რასაკვირველია ტურისტი ქვეყანაში თავს დაცულად უნდა გრძნობდეს. - ბუნებრივია სასტუმროში თანამშრომლები რეგულაციებს იცავთ, თუმცა, რა მოთხოვნები გაქვთ სტუმრების მიმართ? - პისიარ ტესტის პასუხს ვითხოვთ. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სასურველია სტუმრები იყვნენ ვაქცინირებული. რომელი ვაქცინით, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ჩვენი სასტუმროს თანამშრომლები აცრილები არიან, ისევე როგორც პირადად მე.

- ბუნებრივია სასტუმროში თანამშრომლები რეგულაციებს იცავთ, თუმცა, რა მოთხოვნები გაქვთ სტუმრების მიმართ?

- ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უნდა იზრუნოს მეტად მოხდეს ქვეყნის პოპულარიზაცია, გაკეთდეს რეკლამა „ევრონიუსზე“ და ა.შ. სიუჟეტები უნდა მომზადდეს არამხოლოდ დედაქალაქზე, არამედ რეგიონებზეც და საამისოდ ქვეყანამ უნდა გამოყოს ბიუჯეტი. თბილისში არსებული ბევრი პატარა სასტუმროს მუშაობა მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს. არაერთ მათგანს 4 ვარსკვლავი აქვს „მიკრული“, მაგრამ სინამდვილეში ის თავის ინფრასტრუქტირით ამ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. ტურიზმის ადმინისტრაციამ უნდა აკონტროლოს ეს საკითხიც.

ასევე კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ჩვენი სტუმრები უსვავენ ხაზსს, არის სველი წერტილებისა და საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაკლებობა. ჩვენ ქვეყანაში ჩამოსულ სტუმარს არ უნდა უწევდეს ბენზინგასამართი სადგურის სველ წერტილში შესვლა. ეს პრობლემაა როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქში. როცა დიდი თანხები იხარჯება ინფრასტრუქტურის მოწყობაში, ეს სამარცხვინო პრობლემა დღემდე მოუგვარებელი რჩება და უხერხულია, რომ 21-ე საუკუნეში ამაზე საუბარი გვიწევს.

აქვე აღვნიშნავ დადებით მხარესაც, ქალაქის მერია სკვერებისა და ბაღების გამწვანებაზე ზრუნავს, სტუმრებს ძალიან მოსწონთ მწვანე ზონები და რაც მეტი ასეთი ადგილი გვექნება დედაქალაქში, მით უკეთესი. დაბოლოს დავამატებ: წელს უნდა გამოცხადდეს კონკურსი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ის უნდა შეირჩეს არა პარტიული ნიშნით, არამედ უნდა იყოს ტურიზმის სფეროში ჩახედული და ღირსეული ადამიანი, რომელიც მხოლოდ საუბრით კი არ უნდა შემოიფარგლებოდეს, არამედ ყველანაირად ცდილობდეს საქმით დაამტკიცოს ჩვენ ქვეყანაში ტურზმის სფეროს განვითარება.

ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსი კარგად უნდა იცნობდეს სასტუმროს მფლებელების პრობლემებს, რომ ერთად და სწორად ვმართოთ საქმე. ვფიქრობ, ეს პროცესი უნდა იყოს გამჭირვალე და ბიზნესში მყოფმა პირებმა, ასევე სასტუმროს ხელმძღვანელებმა, უნდა მიიღონ მონაწილეობა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შერჩევის პროცესში.

ავტორი: ანა კალანდაძე

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.