„გლეხური“ – „ორიგინალ ჯგუფის“ ახალი ქართული სწრაფი კვების ობიექტი, მათთვის ვინც აფასებს საკუთარ დროსა და გემოვნებას
ალბათ დამეთანხმებით, რომ ყოველთვის არ გვაქვს იმის დრო და ფუფუნება, რომ კომფორტულ გარემოში მოვკალათდეთ, შევუკვეთოთ გემრიელი კერძები, დაველოდოთ რამდენიმე წუთი, დავტკბეთ გემოვნებიანი მუსიკით, - თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ თუნდაც შესვენების დროს ჯანსაღად და გემირელად ვიკვებოთ.
„ორიგინალ ჯგუფს“, რომელიც 2004 წლიდან ფუნქციონირებს და თბილისის ყველა უბანში რესტორნების ქსელი „ჩემო კარგო“ აქვს, არ დავიწყებია ის ადამიანები, რომლებიც მუდმივად მოუცლელები არიან, თუმცა სურთ ძალების აღდგენა, ნოყიერი და გამორჩეული კერძების დაგემოვნება, თანაც მოკლე დროში.
სწორედ ამიტომ „ორიგინალ ჯგუფმა“ შექმნა ახალი ქართული სწრაფი კვების ობიექტი „გლეხური“, რომელიც ცოტნე დადიანი 108-ში მდებარეობს.
ეს ადგილი გამორჩევა ნატურალური პროდუქტისგან მომზადებული უგემრიელესი კერძებით, დაბალი ფასებით და მაღალი ხარისხით.
ალბათ აქამდე არასდროს გსმენია სახელწოდება „ქართული ბურგერი“, სწორედ ასე შეგვიძლია დავარქვათ აქ დამზადებულ ქათმის , ღორის , შერეულ, ქაბაბისა და ლობიოს გლეხურს, რომელიც განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა. აქ დამზადებული ყველა კერძი საქართველოს სხვადასხვა სოფლიდან, ასევე მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოტანილი ადგილობრივი პროდუქტით მზადდება, მთავარი საიდუმლო კი მაინც შეფ-მზარეულია, რომლიც ყოლველდღიურად ზრუნავს მომხმარებლის გემოვნებაზე. შეფი აზავებს და აბასტურმებს ხორცს განსაკუთრებული მეთდოებით.
„გლეხურში“ არჩევანი დიდია, აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ფენოვანი და ნახევრად ფენოვანი პროდუქტი, ასევე პურ-ფუნთუშეული, რომელიც ნატურალური მომზადების წესით გამოირჩევა.
„გელხურში“ თქვენ სასმელების დიდი არჩევანიც დაგხვდებათ, თუმცა ამ შემთხვევაში ლუდის მოყვარულებისთვის განსაკუთრებული სიახლე აქვთ. „ორიგინალი ჯგუფი“ იწყებს კრაფთ ლუდის წარმოებას.ჯამში მოიხარშება 4 სახეობის კრაფტი, აქედან სამი სახეობა ხელიმსაწვდომი იქნება მხლოდ „ჩემო კარგოს” ქსელის რესტორნებში, ხოლო ერთი სახეობა „გლეხურის” მენიუს ნაწილი და სიამაყე გახდება.
თუ თქვენ ადგილზე მისვლას ვერ ახერხებთ, გირჩევთ მიტანის სერვისით ისარგებლოთ. ლუდი თქვენამდე გზას სპეციალურ ჭურჭელში მოთავსებული გაივლის, რომლის დახმრებითაც გემოც და ტემპერატურაც შენარჩუნებული იქნება. მიტანის სერვისი არა მხოლოდ ლუდზე, არამედ ნებისმიერ კერძზე მოქმედებს, თქვენ უბრალოდ უნდა შეხვიდეთ www.chemokargo.ge -ზე, აარჩიო სასურველი კერძი, რამდნეიმე წუთში კი ის თქვენთან გაჩნდება!
„ორიგინალ ჯგუფისთვის“ მომხმარებლების ინტერესები და ნდობა ყოველთვის მნიშვნელოვანია, ეს მათ ახალ ობიექტზეც კარგად ჩანს. „გლეხურში“ პროდუქტი ყოველ დილით ადრიანად მზადდება, ხოლო 18:00 საათიდან მზა პროდუქტზე - 30 % ფასდაკლება მოქმედებს.
ასე რომ, დაზოგეთ ფული, დრო, ენერგია - ესტუმრეთ „გლეხურს“, აღმოაჩინეთ „ქართული ბურგერის“ და საფირმო ლუდის გემო. დაგვერწმუნეთ, აქაური მომსახურება და გემო თავს ისე შეგაყვარებთ, რომ სულ მალე ეს ადგილი თქვენი საყვარელ სწრაფი კვების ობიექტად იქცევა.
www.travelingeorgia.com