ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული პროდუქციის ყოველწლიური ფესტივალი - "გურმან ფესტი 2017"
05 ივნისი, 2017

17 ივნისს, ქ. სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე უკვე მესამედ, გაიმართება ქართული პროდუქციის ყოველწლიური ფესტივალი „გურმან ფესტი 2017“.

ფესტივალის მიზანია -  საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების ხელშეწყობა, ადგილობრივი წარმოების ღვინის, ლუდის, ყველის, ხილის, ჩირის და სხვა ინოვაციური სახის პროდუქტების შეთავაზება, როგორც ღონისძიებაზე დამსწრე უცხოელი ტურისტებისათვის, ასევე ადგილობრივი მომხმარებლისათვის.

ფესტივალი გაიმართება შაბათს, 17 ივნისს, ქ. სიღნაღის ცეტრალურ მოედანზე, დღის 12:00-დან 19:00 საათამდე. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნონ და ასვე შეიძინონ სხვადასხვა სახის ქართული პროდუქცია, სუვენირები, ხოლო  ბავშვებისათის გაიმართება გასართობი პროგრამა.

წლევანდელი ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ქ. სიღნაღის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, მოძრაობა KAR.GE.

ფესტივალის ორგანიზატორია კულტურის სფეროში, ღონისძიებების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანია „არტიარდ კო“.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.