ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
HORECA Management Group-მა ქართულ სასტუმრო ბაზარზე საერთაშორისო ბრენდი Swiss-Belhotel International შემოიყვანა
06 მარტი, 2018

საქართველოს ტურისტულ ბაზარზე შემოვიდა კიდევ ერთი საერთაშორისო სასტუმროების ბრენდი Swiss-Belhotel International.  სასტუმროების და რესტორნების მმართველი ორგანიზაცია HORECA Management Group გახლავთ კომპანია, რომელმაც  2017 წლის ნოემბერში  Swiss-Belhotel-თან გააფორმა ექსკლუზიური პარტნიორობის ხელშეკრულება.  ამის შესახებ განაცხადა HORECA Management Group -ის დამფუძნებელმა და გენერალურმა  მენეჯერმა გიორგი პაპიაშვილმა.                   

Swiss-Belhotel International  მსოფლიოში ცნობილი ბრენდის  სასტუმროების  ქსელის მფლობელი კომპანიაა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანია. იგი ანხორციელებს სასტუმროების, რეზორტის და სასტუმროს ტიპის აპარტამენტების ყოველმხრივ და მაღალ პროფესიონალურ მენეჯმენტ სერვისს ყველა ასპექტში, რომლის პორტფოლიოშიც  145 -ზე მეტი სასტუმრო , რეზორტი და პროექტია მსოფლიოს მასშტაბით. Swiss-Belhotel-ს თავის ქსელი აქვს მრავალ ქვეყანაში. ჩინეთი, ვიეტნამი. ფილიპინები, მალაიზია, ინდონეზია, ბაჰრაინი, ეგვიპტე,ირანი, ომანი, ქატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ბულგარეთი,ტანზანია და ახლა უკვე საქართველო შედის ამ ქვეყნების რიცხვში, სადაც Swiss-Belhotel-ი განახორციელებს ფრენჩაიზს .

HORECA Management Group არის ერთ-ერთი პირველი კომპანია ამერკავკასიაში, რომელიც ანხორციელებს ფრენჩაიზს. Swiss-Belhotel-ის ფრენჩაიზის მიღების მსურველებს უკვე ნოემბრიდან შეუძლიათ მიმართონ HORECA Management group-ს ,რომელიც უზრუნველყოფს, როგორც ბრენდის მოთხოვნების დასაკმაყოფილებელ რეკომენდაციების გაცემას ფრენჩაიზის მისაღებად, ასევე შესაბამის მენეჯმენტ სერვისს.                     


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.