ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო «ღვინის სასახლე» ქართული სტუმართმოყვარეობა და ტრადიციები ერთ სივრცეში
18 ივნისი, 2021

თბილისში მყუდრო ადგილები თითზე ჩამოსათვლელია. ქალაქის ცენტრი და ამავდროულად სიმშვიდე, - პირველ რიგში ეს პრიორიტეტი უნდა აღინიშნოს, როცა სასტუმრო „ღვინის სასახლეში“ სტუმრობას დაგეგმავ. (მის: ბიძინა კვერნაძის ქუჩის 31, სპორტის სასახლის უკან, მეტრო პოლიტექნილური უნივერსიტეტიდან 3 წუთის სავალზე).

აქ ევროპული სტანდარტების შესაბამისი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო გხვდებათ, ქართული სტუმართმოყვარეობისთვის დამახასიათებელი ყველა თვისებითა თუ ატრიბუტით. შენობის შვიდივე სართულის კორიდორები და ოთახები ხელით არის მოხატული. უნიკალურ ინტერიერში დომინანტია ქვევრი და სხვა ქართული ჭურჭელი. კიბის მოაჯირს ვაზის დეკორი მიუყვება, ხოლო 33 ოთახის ერთმანეთისგან განსხვავებული კედლები, (როგორც სტანდარტული, ისე ლუქსი), სადა ფერების წყალობით, სიმყუდროვის ასოცოაციას ქმნის.

ამ სასტუმროს კიდევ ერთი გამორჩეულობა მარანია, სადაც სხვადასხვა სასმელის დეგუსტაციასთან ერთად, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ სამზარეულოში საკუთარი ხელით მოამზადონ ქართული ტრადიციული კერძები, გამოაცხონ თონეში პური, ქვევრს თავი მოხადონ და სურვილისამებრ დააგემოვნონ: მანავის მწვანე, საფერავი, რქაწითელი და ა.შ. სვანური ავეჯით გაწყობილ ინტერიერში, ტრადიციული ქართული ლურჯი სუფრით დაფარულ მაგიდაზე ნუგბარიც სულ აწყვია.

ტელევიზორის ეკრანზე ქართულ კულტურაზე მომზადებული სიუჟეტები გადის და ვიზიტორებს ქართული კულტურის სხვადასხვა მიმართულებაზე ესაუბრებიან. ამგვარად მასპინძლებს საშუალება აქვთ პოპულარიზაცია გაუწიონ ქართულ კულტურას, ხოლო სტუმრებს სასიამოვნოდ და შემეცნებითად გაატარონ დრო.

გიორგი ჩხაიძე (სასტუმრო „ღვინის სასახლის“ მფლობელი და დირექტორი): - სასტუმრო „ღვინის სასახალე“ 2017 წელს გაიხსნა. იმავე და მომდევნო წელს საკმაოდ დიდ რაოდენობა ტურისტებს ვუმასპინძლეთ მეზობელი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ირანიდან და რუსეთიდან. ჩვენი ძირითადი სეგმენტია ბიზნეს კლასი. მათთვის კომფორტულია ქალაქის ცენტრში ცხოვრება, ამავდროულად ხელსაყრელია ის სიმშვიდეც, რომელსაც სასტუმროს ადგილმდებარეობა განაპირობებს. ინტერიერის დიზაინის იდეა მამაჩემს აკაკი ჩხაიძეს ეკუთვნის - სწორედ მისი იდეა იყო ქართული ღვინის თემაზე ყოფილიყო აქცენტი.

მთელი ინტერიერი ფუნჯით არის მოხატული და შპალერი არსადაა გამოყენებული. ამაზე ზურაბ წერეთლის მოსწავლეებმა იზრუნეს. კიბის მოაჯირებზე ვაზის თემის დეკორიც სრულიად ხელნაკეთია. „ღვინის სასახლე“ თავის სტუმრებს სთავაზობს საუზმეს როგორც ინტერიერში - ისე ტერასაზე, მათ შეუძლიათ წინასწარი შეკვეთის შედეგად ქართულ-ევროპული კერძები მიირთვან. ჩემი ოჯახი ღვინის წარმოებითაც არის დაკავებული და მცირე საოჯახო მარანს ვფლობთ.

სასტუმროს მაცხოვრებლებისათვის ალკოჰოლური სასმელი უფასოა და მათ შეუძლიათ მარანში ნებისმიერი ღვინის ბოთლის გახსნა, თუ კონიაკით სავსე კასრიდან სასმელის ჩამოსხმა. ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ ტურების სერვისს, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს რეგიონებში. გიდებად საუკეთესო ისტორიკოსები მუშაობენ, რომლებიც ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან ჩვენი ქვეყნით დაინტერესებულ სტუმრებს. კორონავირუსის პანმდენიამ ისევე როგორც ბევრი სფერო, სასტუმროების ბიზნესიც დააზარალა. წელიწადნახევარი ვერ ვმუშაობდით, თუმცა, 2 თვის წინ ფუნქციონირება განვაახლეთ. ჩვენთან უკვე ჩამოდიან ვაქცინირებული სტუმრები და იმედი გვაქვს მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება. უკრაინა, ბელორუსია, დუბაი, - ეს ის ქვეყნებია, საიდანაც ყველაზე მეტი ადამიანი გვსტუმრობს, მაგრამ ყოველთვის ყველაზე დიდი ნაკადი რუსეთიდანაა. რესტორნებსა თუ სასტუმროებს ყველაზე დიდი შემოსავალი რუსეთიდან ჩამოსული სტუმრებისგან აქვთ, ისევე როგორც ღვინის შეძენის თვალსაზრისით, ისინი არიან ლიდერები. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს, კარგად იცნობენ ჩვენს ისტორიას, კულტურას, ორივე მართლმადიდებელი ერი ვართ.

პირადად მე დღეში 25-30 ადამიანი მაინც მიკავშირდება საქართველოში სტუმრობის სურვილით, თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთის მოქალაქეებს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ აქვთ. თუ რუსეთის სახელმწიფომ ეს დაუშვა და ავიასივრცე გახსნა, უახლოეს მომავალში ამ ქვეყნიდან ვიზიტორების ძალიან დიდი ნაკადი გვეყოლება.

ეს საქართველოს ეკონომიკას წაადგება და ერთმანეთს მხარს დავუჭერთ. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ კანონით დაწესებულ ყველა რეგულაციას ვიცავთ და როგორც სასტუმროს თანამშრომლებს, ისე სტუმრებს, უსაფრთხო გარემოს ვუქმნით.

ავტორი: ანა კალანდაძე

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.