ლონდონში მდებარე მაღალი კლასის სასტუმრო Ritz-ი, საკუთარ მენიუში ქართულ ღვინოს ამატებს. იაგო ბიტარიშვილის, 2007 წლის "ჩინური" ლონდონის პრესტიჟულ სასტუმროში მიმდინარე წლიდან გამოჩნდება. გამოცემა Thedrinksbusiness-ი წერს, რომ ინგლისელი მომხმარებლებისთვის ქართული ღვინო სიახლე იქნება. გამოცემა სასტუმროს სომალიეზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ახალი პროდუქტის შერჩევა ხანგრძლივი პროცესი იყო და სასტუმრომ უნიკალურ და გამორჩეულ ღვინოებზე შეაჩერა არჩევანი.