ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს 4-ვე სამთო-სათხილამურო კურორტზე 2023-2024 წლის სეზონი 20 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება
07 დეკემბერი, 2023
2023-2024 წლის ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება!
12:00-18:00 - ღონისძიებაზე დაგხვდებათ:
  • გასართობი აქტივობები
  • საბავშვო ზონები
  • ფოტო ზონები
  • კვების ჯიხურები
  • ბარის კუთხე
  • მუსიკალური სივრცე
მუსიკა:
  • 12:00 - 14:00 - DJ Jino Dolini
  • 15:00 - 17:00 - DJ Vas
  • 17:00 – 18:00 - Circus Mircus
2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, გუდაურში, დამსვენებლებს 2 ახალი საბაგირო კომპლექსი და ახალი სასრიალო ტრასა დახვდებათ.
 
საქართველოს 4-ვე სამთო-სათხილამურო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძიზე და მესტიაში, დამსვენებლები, 9 დეკემბრიდან, ეტაპობრივად შეძლებენ საბაგიროებითა და სასრიალო ტრასებით სარგებლობას.
 
შეხვდით სასრიალო სეზონს განსაკუთრებულ საახალწლო გარემოში. გაერთეთ, ისიამოვნეთ და შეაგროვეთ ემოციები
 
გუდაური, ახალი გუდაურის ტერიტორია

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.