ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მოგზაურთა და მოლაშქრეთა ინფო ტური წყალტუბოში
03 აპრილი, 2018

31 მარტსა და 1 აპრილს ტურიზმის ცენტრისა და ქუთაისის მოლაშქრეთა კლუბ "მთანი მაღალნი"-ს ორგანიზებით მოეწყო 2- დღიანი ინფო ტური წყალტუბოში, სახელწოდებით „აღმოაჩინე უცნობი წყალტუბო“.

მონაწილეობდნენ სხვადასხვა მოგზაურთა კლუბების დამფუძნებლები, ტურისტული კომპანიები და დამოუკიდებელი მოგზაურები.

მოლაშქრე/მოგზაურებმა  მოინახულეს ცივი ტბა, ოტიას ეზო, თეთრი მღვიმე, გაბზარული ტბა და მელოურის მღვიმე. ინფო ტურის ძირითადი მიზანი იყო უცნობი ადგილების აღმოჩენა და პოპულარიზაცია, შემდგომში ტურისტების მოსაზიდად და ექსტრემალური ტურიზმის განსავითარებლად.


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.