ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ (KTW) ბიზნესს აფართოებს
06 მარტი, 2018

 „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ (KTW), რომელიც ბიზნესის სხვადასხვა სეგმნეტშია წარმოდგენილი, ბიზნესს აფართოებს.

კომპანია ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში ორ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე თხილის პლანტაციებს აშენებს.

პლანტაციებს კომპანია 93 და 114 ჰექტარ მიწაზე გააშენებს. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს თხილის პლანტაციების გაშენების სამუშაოები. ამ ეტაპზე 80 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ირგვება თხილის ჯიშები. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. როგორც KTW-ში ამბობენ, დასაქმებულთა რაოდენობა მომავალში უფრო გაიზრდება, ძირითადად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.

კომპანია ,,კახური ტრადიციული მეღვინეობის" ისტორია XIX საუკუნუს 80-იან წლებში გურიის სოფელ ასკანაში მცხოვრებ მეღვინეს, ანთიმოზ ჩხაიძეს, უკავშირდება, რომელმაც იმ დროისათვის ერთ-ერთი საუკეთესო მარანი დააარსა და უნიკალური ღვინის - ჩხავერის დამზადება დაიწყო.

მან ამ ღვინით სახელი გაითქვა არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის სახვადასხვა ქვეყანაშიც. მარნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ქვევრი 1880 წელით თარიღდება. საგვარეულო ტრადიციებზე დაყრდნობით, 2001 წელს, მისმა შთამომავალმა - ზურაბ ჩხაიძემ კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობა" დააფუძნა, რომელიც მეღვინეობის 8000-წლოვანი, ისტორიული ტრადიციების გამგრძელებელია.

KTW-ს ძირითადი მიმართულებაა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გაშენებული უნიკალური ვაზის ჯიშებისგან მაღალი ხარისხის ღვინის, ბრენდისა და ტრადიციული ჭაჭის წარმოება. კომპანია ფლობს ვენახებს რაჭა-ლეჩხუმში, საგარეჯოში (მანავი, ახაშენი, ვაჩნაძიანი), ყვარელსა (ახალსოფელი, თელავი, წინანდალი) და ქართლში (საგურამო). კომპანიის მრავალმხრივი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია მივიწყებული, ქართული ვაზის ჯიშების აღდგენა და შემდგომ ღვინის წარმოება.

სწორედ ,,კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ აღადგინა უნიკალური ყურძნის ჯიშები ილია ჭავჭავაძისეული ვენახებიდან, რომელთა მეშვეობითაც დღესდღეობით აქტიურად ამზადებს სხვადასხვა სახის ღვინოს ისტორიულ ,,გურამიშვილის მარანში“. ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აქტიურად გადის ევროპის, აზიისა და დსთ-ს ქვეყნების ბაზარზე, არის ქართული ბრენდის წარმოებისა და გაყიდვების ლიდერი 2008 წლიდან - დღემდე; ფლობს ISO 22000-ის სტანდარტების შესაბამის ღვინის ქარხნებს ველისციხეში, მანავში, პატარძეულში, საგურამოსა და ქედაში. ისტორიულ ღვინის მარნებს - ,,გურამიშვილის მარანსა“ და ,,ველისციხის ვერანდას“. საბრენდე სპირტის ქარხანას- ველისცხეში და ხილის გადამამუშავებელ საწარმოებს ქედასა და ჩოხატაურში.

,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულიც არის, ესენენია : ,,Decanter” , ,,Vinoterra” , ,,HKIWSC”, ,,WinExpo Georgia” , ასევე ფლობს 2016 წლის საუკეთესო საწარმოს ჯილდოს - ,,Golden Brand”.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.