ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
KTW სასტუმროს ოზურგეთშიც გახსნის
09 იანვარი, 2018

“კახური ტრადიციული მეღვინეობა” (KTW) სასტუმროს გახნას ოზურგეთშიც გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელმა ზურაბ ჩხაიძემ რადიო „ფროტუნასთან“ განაცხადა, რომ ახალი სასტუმრო ოზურგეთში ერთ წელში გაიხსნება.

„მერე კი თბილისში გადმოვინაცვლებთ. ერთი სიტყვით, აქტიურად ვართ ჩაბმული ტურიზმის განვითარებაში, როგორც ზღვის, ისე მაღალმთიან რეგიონებში, სადაც უზარმაზარი შესაძლებლობების ფონზე მხოლოდ მცირედია ათვისებული. გარდა ამისა, ორი წლის წინ სამეგრელოში თხილის მეურნეობა ავაღორძინეთ, ვფიქრობ საკმაოდ ფუნდამეტალურად ვიმუშავეთ და შედეგიც სახეზეა. ზოგადად, ჩემთვის ძალიან საინტერესოა რეგიონებში მუშაობა, მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვცდილობ საკუთარი გამოცდილება და კაპიტალი ყველა რეგიონს ერთნაირად მოვახმარო”, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

KTW ტურიზმის ბიზნესში შარშან ჩაერთო. სასტუმროს გახსნას კომპანია ახლო მომავალში ახაშენში გეგმავს. „ძალიან საინტერესო იქნება ტურისტებისთვის, რადგან საუკეთესოდ წარმოაჩენს ჩვენს სტუმართმასპინძლობას და მოგვცემს ღვინის ტურების მოწყობის საშუალებას“, - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

ბათუმის ბულვარში საბავშვო ატრაქციონების მოწყობაზე 108 850 ლარი დაიხარჯა

მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.