ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყველაზე მეტი პრობლემური სესხი ჰორეკა სექტორშია
08 თებერვალი, 2024

ბანკების სავალუტო სესხებში ყველაზე მეტი მოცულობის გაფუჭებული კრედიტი სასტუმრო - სარესტორნე ბიზნესის პორტფელშია.

სებ-ის სტატისტიკით, 01.01.2024-ის მდგომარეობით, კაფე-რესტორნებისთვის ბანკების მიერ გაცემულ 158 მლნ ლარის (ექვივალენტი აშშ დოლარში) ქეისში 10,5 მლნ ლარის - 6.6% პრობლემური სესხებია.

7% -მდე, 58.2 მლნ ლარამდეა უმოქმედო სესხები სასტუმრო და ტურისტული ბიზნესისთვის დოლარში გაცემულ სესხებში. ევროში კი 3%-ის ფარგლებშია, პრობლემური სესხების მოცულობა კი 44 მლნ ლარამდე.

აგვისტოდან, მას შემდეგ რაც საბანკო სექტორი სებ-თან ანგარიშგების IFRS სისტემაზე გადავიდა, კვების ობიექტების დაკრედიტება 8%-ით, 696 მლნ ლარამდე გაიზარდა. 

სასტუმრო და მთლიანად, ტურისტული ბიზნესის დაფინანსება კი შემცირებულია 7.7%-ით. 2.8 მლრდ ლარამდე.

BP.GE

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.