თუ ნამდვილი ნაყინის გემოს შეგრძნება გინდათ, თუ თურქული ბაქლავისა და ყავის დაგემოვნება გსურთ, თავისუფლების მოედანთან, პუშკინის ქუჩაზე რესტორნების ცნობილ ბრენდს „მადო“-ს უნდა ესტუმროთ.
პასტელის ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი ოჯახის წევრებთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. თქვენზე აქ უკვე იზრუნეს, „ჯანსაღი პროდუქტი ჯანსაღ გარემოშიო“ დევიზად ასე მოიფიქრეს და არც თამბაქოს კვამლი შეგაწუხებთ, არც შეკვეთილი კერძების დაგვიანება. თუმცა უარს აქ არც მწეველებს ეუბნებიან, მათ ღია, კომფორტულ სივრცეში ეპატიჟებიან. გარემო აქაც სასიამოვნოა, მწვანე ნარგავების გარემოცვაში.
„მადო“ მომხმარებელს თბილისში უკვე ერთი წელია მასპინძლობს. ერთი წლის იუბილეს ბრენდი განახლებული მენიუთი, შემცირებული ფასებითა და ახალი ფილიალით ხვდება.
„მადოს“ 24 სახეობის ფერად ნაყინს 5 ახალი არომატი შეემატა, სტუმრებს უკვე შეუძლიათ კივის, ბროწეულის, თურქული ყავის, ანანასისა და მანგოს ნაყინების დაგემოვნება. “მადო” მომხმარებელს სიურპრიზსაც უმზადებს და ის პირველი იქნება ქართულ ბაზარზე, ვინც სტუმარს უგემრიელს შემწვარ ნაყინს შესთავაზებს.
ნაყინისა და დესერტის უნიკალური გემო „მადოს“ ნამდვილად მთავარი ხელწერაა. ნაყინი აქ განსხვავებული ტექნოლოგიით, 100%-ით ნატურალური რძისგან მზადდება, მომზადების პროცესში არ გამოიყენება წყალი და ეს „მადოს“ ნაყინების ორიგინალურობაცაა და ნაწილობრივ საიდუმლო ინგრედიენტიც.
„წყალი არ არის შერეული, ეს გემოზეც შესამჩნევია და ვიზუალზეც, ჩვენი ნაყინები წელვადია და ეს მის ხარისხზე მეტყველებს“, - ამბობს „მადოს“ („ჯეოთურ კაფეტერია ენდ ფუდ კომპანი“) მარკეტინგის მენეჯერი დავით გოგუა.
„მადომ“ ფასები შეამცირა ტკბილეულზე და ახლა აქ ბაქლავას შეძენა გაცილებით უფრო იაფად არის შესაძლებელი.
ტკბილეულის გარდა რესტორანი მომხმარებელს სხვა უგემრიელეს კერძს სთავაზობს სალათებით დაწყებული ქათმის ხორცითა თუ თევზეულით დამთავრებული. მენიუ მუდმივად განახლებადია და მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად იცვლება.
არ ავიწყდებათ არც ის ადამიანები, რომელთაც შაქარზე უარის თქმა ჭარბი წონისა თუ ჯანმრთელობის პრობლემების გამო უწევთ. „მადოს“ მენიუში დიაბეტური ნაყინიც მოიძებნება. ლეღვის, ფინიკის, თაფლის, შავი თუთის და თაფლის და ნუშის ნაყინებს სიტკბოს არსებულ ხილში შემავალი მაღალი ფრუქტოზის რაოდენობა აძლევს, რის გამოც ეს ნაყინები არ შეიცავს არც შაქარს და არც სხვა დამატკბობელს და მხოლოდ ხილის ნატურალური სიტკბო გააჩნია.
„მადოს“ ახალი ფილიალი კაფეს კონცეფციისა და ის ცოტა ხნის წინ „გალერია თბილისში“ გაიხსნა. კონცეფციიდან გამომდინარე, შეთავაზებაში ძირითადად ტკბილეული და ნაყინია,
კერძების არჩევანი კი უფრო მცირე. სამაგიეროდ, ღია ტერასაზე ყავისა და ნაყინის დაგემოვნების პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნოა.
დავით გოგუა ამბობს, რომ „მადოში“ მთავარი ყურადღება ხარისხს ექცევა, ყველა პროდუქტი განსაკუთრებული მეთოდით, ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდება და მომხმარებელს ჯანსაღ და სასარგებლო კერძებს სთავაზობს. ამბობს, რომ ხარისხიანი პროდუქტი იაფი ვერ იქნება, მაგრამ „მადოში“ ფასები ნამდვილად ხელმისაწვდომია.
მენეჯმენტში ამბობენ, რომ მადოს აქვს ჯანსაღი ამბიცია ნაყინისა თუ ბაქლავას დაგემოვნების სურვილთან ერთად მომხმარებელს „მადო“ ახსენდებოდეს, ასევე ამბიციური განაცხადი, რომ ოჯახთან ერთად ჯანსაღ გარემოში ნატურალური საუზმის, ლანჩისა თუ ვახშმობის დაგეგმვის ჩამონათვალში სწორედ „მადო“ უნდა ხვდებოდეს.
კერძების ხარისხსა და დიზაინზე თურქეთიდან მოწვეული, გამოცდილი შეფ-მზარეული ზრუნავს.
„მადოს“ ქსელმა მთლიანობაში 100-მდე ადამიანი დაასაქმა, განყოფილებების ხელმძღვანელები თურქეთში გადაამზადა და ხარისხის მუდმივ ზრდაზეა ორიენტირებული. ფრანჩაიზინგის პირობების მიხედვით, 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში მინიმუმ 5 ფილიალი იქნება. ის ძირითადად მომხმარებელს 3 კონცეფციას სთავაზობს რესტორანი, კაფე და ჯიხურ-სანაყინე.
რაც შეეხება თავად ბრენდს, MADO-ს თანამედროვეობა წარსულსა და ტრადიციებზეა დამყარებული. მისი ისტორია 1850-იანი წლებიდან იწყება, როდესაც MADO ყოველგვარი ტექნოლოგიების გარეშე განსაკუთრებული სიყვარულით მომზადებულ ნაყინს სთავაზობდა მომხმარებელს პატარა ადგილობრივ სანაყინეში.
საკუთარი ნაყინის ქარხანის გახსნის შემდეგ „მადოში“ ნაყინის მომზადების ინოვაციური ტექნოლოგიები დაინერგა, რომელმაც იგი მსოფლიო კლასის ბრენდად აქცია. მადოს ნაყინის უნიკალური გემო განსაკუთრებული, საიდუმლო რეცეპტით მიიღწევა. მის შემადგენლობაში მთავარი ადგილი უჭირავს ნატურალურ ინგრედიენტებს: ალუბლის, ფორთოხლის, მარწყვის და სხვა ხილის ექსტრაქტებს.
დღეისათვის მადოს ქსელში 300-ზე მეტი ფრენჩაიზინგია წარმოდგენილი მსოფლიოს მასშტაბით. მომხმარებლის ერთ-ერთი ბოლო გაოცება „მადოს“ რეკორდია, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე დიდი, 350 კილოგრამიანი, 21 კვ მეტრის ფართობის ბაქლავა გააკეთა და გინესის რეკორდების წიგნშიც დაიმკვირდა ადგილი.
მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge