ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
National Geographic-ის კონფერენციაზე აჭარის ტურისტული პროდუქტები წარადგინეს
18 ოქტომბერი, 2018

აჭარის ტურისტული პოტენციალი პოლონეთში National Geographic Traveler-ის საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინეს. პოლონეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება აქტიურად ხორციელდება სხვადასხვა მარკეტინგული და პიარ აქტივობებით. მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო მედიაპლატფორმაა “National Geographic Traveler", რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგიონს არაერთი საინტერესო სტატია მიუძღვნა.

ღონისძიება, რომელსაც ტურისტული სააგენტოებისა და ორგანიზაციების წარმომამადგენლები, ტელე-რადიო ჟურნალისტები, ბლოგერები და ტურიზმით დაინტერესებული ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებიდან ესწრებოდნენ ძირითადად, ახალი ტურისტული მიმართულებების აღმოჩენასა და გაცნობას დაეთმო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კონფერენციაზე აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტულ პროდუქტებს, მდიდარ სამზარეულოსა და ფოლკლორს გაუწიეს პოპულარიზაცია.

„აჭარის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი პოლონეთში დიდია. მსგავსი კონფერენციები დამატებითი პლატფორმაა ჩვენთვის სამიზნე აუდიტორიამდე მივიტანოთ აჭარის ტურისტული შესაძლებლობები, თუ რისი შეთავაზება შეგვიძლია და რატომ უნდა იმოგზაურონ ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში. მნიშვნელოვანია National Geographic-თან თანამშრომლობა და ამ კუთხით საინტერესო აქტივობებს ვგეგმავთ,“ -განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. 

პოლონეთიდან აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა მზარდია, 9 თვის მონაცემებით ზრდა 7,6%-ია.

www.travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.