მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი National Geographic მომავალი წლის ტურისტულ მიმართულებებს ასახელებს. „ადგილები რომელსაც 2018 წელს უნდა ეწვიოთ“ ამ სათაურით აქვეყნებს ჟურნალი National Geographic სტატიას, სადაც 21 ტურისტულ მიმართულებას შორის საქართველოც არის შესული. სიაში თბილისი მესამე ადგილზეა:
"შეიგრძენით ძველი თბილისის ბუნებრივი შარმი, საქარველოს დედაქალაქი თავბრუდამხვევი ტემპით განვითარდა და ფორმა იცვალა. თბილისში ვიზიტისას თქვენ შეგიძლიათ ქართულ ტრადიციებს გაეცნოთ, ისარგებლოთ 24 საათიანი გოგირდის აბანოს მომსახურებით, დააგემოვნოთ ხინკალი და გაეცნოთ ადგილობრივების ლეგენდარულ სტუმარმასპინძლობას.“- წერს ჟურნალისტი მერლინ კენედი დაქეთი.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ipress.ge