ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალი გუდაური - წარმატებული კურორტი საქართველოში
15 მარტი, 2018

თბილისიდან სულ რაღაც 120 კილომეტრში უკვე მთის კურორტზე ხართ. წელიწადის ყოველ დროს აქ თავისი მიმზიდველობა აქვს: ზაფხულში - სიგრილე, ზამთარში - მუდმივად თოვლი და თხილამურები, გაზაფხულზე შეთოვლილ-შემწვანებული გარემო, შემოდგომაზე - სიმწვანის, სიყვითლისა და სითეთრის ნარევი. ეს ოთხი სეზონის სამთო კურორტი გუდაურია.

ზღვის დონიდან 2190 მ სიმაღლეზე მდებარე კურორტი სულაც არ არის ის რაც 10-ოდე წლის წინ იყო, მას უკვე აქტიურად სტუმრობენ ადგილობრივი ტურისტები და ირჩევენ უცხოელები, ირჩევს Bloomberg-იც და 5 საუკეთესო სასრიალო ადგილს შორის ასახელებს.

ბევრი საჩუქარი გუდაურმა დეველოპერული კომპანია „რედკო“-სგან მიიღო. კომპანია აქტიურად არის ჩართული კურორტის განვითარებაში. მისი დამსახურებაა გუდაურისთვის ახალი სიცოცხლის შეძენაც, რომელიც გონდოლას საბაგიროსთან 2012 წლიდან დაიწყო.

კომპანია “რედ-კო” ახალ გუდაურში ფლობს 50 ჰა მიწას, რომლის დაგეგმარება  მსოფლიოში ცნობილმა სამთო–სათხილამურო კურორტების დამგეგმავმა კანადურმა კომპანია „ეკოზაინმა“ განახორციელა. ამ გეგმის მიხედვით  2026 წლამდე ახალ გუდაურში ჯამში 26 სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი, სასტუმრო-გამაჯანსაღებელი და გასართობი ობიექტი უნდა აშენდეს.

ამ გეგმის მიხედვით, “რედ-კომ” უკვე ააშენა და გახსნა 5 აპარტოტელის ტიპის საცხოვრებელი, რომელიც საშუალებას აძლევს კერძო პირებს შეიძინონ და სურვილისამებრ გააქირავონ აპარტამენტები, მითუმეტეს, რომ გუდაურში ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე სულ უფრო მატულობს.

გუდაურში ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ იქირაონ ბინები კერძო პირებისგან, ან დაისვენონო აპარტამენტების ტიპის სასტუმრო ქსელში რომელიც New Gudauri Resort Residences & Spa-ს ბრენდის ქვეშ არის ცნობილი და მას რედკოს შექმნილი მართვის კომპანია “რედკო მენეჯმენტ გრუპ”-ი მართავსს.

„მულტიფუნქციური, 4 სეზონნზე გათვილილი ინფრასტრუქტურის განვითარება გუდაურს მიმზიდველ კურორტად აქცევს და შესაბამისი გარემოს შექმნა დაწყებულია.  ახალი გუდაური ის ადგილია, სადაც ტურისტებს უკვე შეუძლიათ იცხოვრონ კარგ პირობებში და ამავდროულად ჰქონდეთ საშუალება დაისვენონ, იშოპინგონ, გაერთონ...

ჩვენი შეთავაზებები გათვლილია როგორც LongTerm ტურებზე, ასევე Weekend ტურიზმზე,“ - ამბობს „რედ-კოს“ მარკეტინგის მენეჯერი მაია ბიჭიკაშვილი.

მაია ბიჭიკაშვილი აღნიშნავს, რომ სწორი დაგეგმარების, გამართული ინფრასტრუქტურის, სასტუმროების, ბარებისა და რესტორნების, გასართობი და გამაჯანსაღებელი ობიექტების და შესაბამისი მომსახურების გარეშე კურორტი ვერ გახდება წარმატებული. სწორედ ამ მიზანს ემსახურება რედ-კოს სტრატეგია წაახალისოს ახალ გუდაურში საერთაშორისო ბრენდების შემოყვანა. მათ შორის ერთ-ერთი გარდამტეხი ფაქტორი იქნება ახალ გუდაურში პირველი ხუთვარვსკლავიანი სასტუმროს Radisson Blu Gudauri Mountain Resort-ის გახსნა 2019-2020 წლის სეზონზე.

სიახლეებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ახალ რესტორნებსა და ბარებს, მათ ტურისტებს შორის უკვე მოიპოვეს საყვარელი ადგილის ტიტულიც. „რედკო“ გუდაურის სტუმრებს მუდმივად ანებივრებს. რესტორან "მითლოუფსა" და „საფერავში“ არა მხოლოდ დღესასწაულებზე, არამედ ყოველ შაბათ-კვირას სხვადასხვა ბენდის კონცერტს სთავაზობს, ხშირად სხვადასხვა მომღერლის კონცერტს აწყობს ღია ცის ქვეშ, მართავს წამახალისებელ კონკურსებს და... ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. 

აღსანიშნავია, რომ ახალ გუდაურში, სადაც 5 წლის წინ ჯერ კიდევ ტრიალმინდორი იყო, 2018 წლის 1 იანვრიდან გაიხსნა და წარმატებით ფუნქციონირებს პირველი სამორინე Casino Gudauri, ხოლო დიზაინერული ტანისამოსისმ მოყვარულებს მსოფლიოში #1 სათხილამურო მოდური სამოსის ბრენდის BOGNER-ის უახლესი კოლექციის შეძენა ახალ გუდაურში გახსნილი გლამურული მაღაზია Besplendid-ში შეუძლიათ.

ვისაც სპა უყვარს Red-Co Spa ცენტრი ტურისტებს რელაქსაციას ჰპირდება და სთავაზობს მათ სხვადასხვა პროცედურას სტრესის მოსახსნელად. სტუმრებს შეუძლიათ გაიკეთონ მასაჟი და ჩაიტარონსხვადასხვა პროდეცურა. სპა ცენტრი ასევე მოიცავს დახურულ აუზსა და სრულად აღჭურვილ ფიტნეს ცენტრს.

2012-2017 წლებში „რედკოს“ ინვესტიციამ ახალ გუდაურში 45 მლნ დოლარს მიაღწია, ამ დროისთვის 5 აშენებულია, ხოლო 5 პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს.

ეს დასასრული როდია, „რედ-კო“ მთის კურორტების მოყვარულებს კიდევ უფრო ფართო არჩევანს შესთავაზობს. ამ მიზნით კომპანიამ ახალ გუდაურში ახალი პროექტების განხორციელებაც დაიწყო. წელს გაიზრდება მშენებლობის ინტენსივობა და როგორც კომპანიაში ამბობენ, ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში გენგეგმის მიხედვით კიდევ 8 შენობის აშენება იწყება.

მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.