ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„რედ-კო“ გუდაურში, საბაგიროს ავარიისას დაზარალებულ ტურისტებს მომავალ წელს უფასოდ უმასპინძლებს
20 მარტი, 2018

„რედ-კო“ გუდაურში, საბაგიროს ავარიისას დაზარალებულ ტურისტებს მომავალ წელს უფასოდ უმასპინძლებს

დეველოპერული კომპანია „რედ-კო“, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს, კურორტ გუდაურის განვითარებაში, მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენს. კომპანია გუდაურში 16 მარტს საბაგიროს გაჩერების შედეგად დაზარალებულ ტურისტებსა და მათ ოჯახებს მომავალ წელს დასასვენებლად უფასოდ ეპატიჟება.

„რედ-კოს“ განცხადებით, დაზარალებულ ტურისტებსა და მათ ოჯახებს სასტუმრო-დასასვენებელ კომპლექს New Gudauri Resort Residences & Spa-ში უმასპინძლებს.

კომპანია მწუხარებას გამოთქვამს გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და დაზარალებულებს დროულ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

“პირველ რიგში მნიშვნელოვანია დაზარალებულთა დროული გამოჯანმრთელება, მნიშვნელოვანია უყურადღებოდ არ დავტოვოთ ისინი და გვერდში დავუდგეთ მათ. ვისურვებდით, გუდაურზე მათ სასიამოვნო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დარჩეთ და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის მომავალი წლის სეზონზე,” - აცხადებს “რედ-კო”-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მირიან ქათამაძე.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.