2019 წლის შემოდგომაზე ქართული ლუდი „ანეტა“ დანიისა და ავსტრალიის ბაზარზე გაიყიდება
ქართული ლუდის ბრენდი „ანეტა“ მიმდინარე წლის ოქტომბერში დანიისა და ავსტრალიის ბაზარზე შევა. როგორც BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა იაგო ბიტარიშვილმა განუცხადა, თითო ქვეყანაში 240 ბოთლი ლუდი გაიყიდება და გასაღების ძირითადი სეგმენტი რესტორნები იქნება.
რაც შეეხება ექსპორტზე გასაყიდი პროდუქციის საფასო პოლიტიკას, იაგო ბიტარიშვილი განმარტავს, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.
„ანეტას“ დამფუძნებელი ლარის კურსის ბოლოდროინდელ გაუფასუებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ბიზნესის განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
„რაც ბიზნესის წარმოებისთვის გვჭირდება ყველაფერი ევროშია და გაგვიძვირდა. ეს თემა ძალიან გვაწუხებს. ლარის გაუფასურება შესაძლოა გაჩერდეს და სტაბილურობის შეგრძნება შეიქმნას, მაგრამ, როდესაც სტაბილურობის შეგრძნება არ არის, ეს უარესად მოქმედებს როგორც ლარზე, ასევე ეკონომიკაზე,“ – განაცხადა ბიტარიშვილმა.
ცნობისთვის: „ანეტა“ 2018 წელს ლუდის ბაზარზე ქართული ალაოთი დამზადებული კრაფტ ლუდით გამოჩნდა. ლუდი ამ ეტაპზე ექსპორტზე აშშ-ს, გერმანიის და იაპონიის ბაზრებზე გადის.
BM.GE