ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2017 წლის 24-27 აგვისტოს, წერაქვში, მარნეულის მუნიციპალიტეტი ყოველწლიური საერთაშორისო ინტერდისციპლინარული ფესტივალი One Caucasus გაიმართება
23 აგვისტო, 2017

2017 წლის 24-27 აგვისტოს, წერაქვში, მარნეულის მუნიციპალიტეტი ყოველწლიური საერთაშორისო ინტერდისციპლინარული ფესტივალი One Caucasus გაიმართება.

ფესტივალი უკვე მეოთხე წელია ტარდება სამი მეზობელი კულტურის კვეთაზე - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და აერთიანებს მუსიკოსებს, ხელოვანებს, ანიმატორებს, არქიტექტორებსა და მოხალისეებს მთელი მსოფლიოდან.

წელს ფესტივალზე წარმოდგენილია 12 ქვეყანა: საქართველო, აზერბაიჯანი, ირანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, ლიტვა, პოლონეთი, ტუნისი, სენეგალი, აშშ.

ფესტივალის მთავარი მიზანია შექმნას შთამაგონებელი და უსაფრთხო სივრცე სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზებას.

ეს არის ფესტივალი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა პირველ კავკასიურ "ვუდსტოკს" (Woodstock), სადაც პროფესიონალი მუსიკოსები (განსხვავებულ მუსიკალურ ჟანრში მუშაობის გამოცდილებით) კავკასიიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან ხვდებიან ერთმანეთს და ქმნიან საერთო მუსიკალურ პროექტებს.

წლევანდელ One Caucasus ფესტივალზე ორი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური პროექტის პრემიერა შედგება:

  • პოლონური ხალხური მთის მუსიკის შემსრულებელი ჯგუფი Psio crew „პშო კრევი" (პოლონეთი) და „გორდელა" (საქართველო)
  • აზერბაიჯანული ორიენტული მუსიკის ვირტუოზები აზერბაიჯანიდან Natig Rhythm Group „ნათიგ რისმ გრუპი" და Masala Soundsystem „მასალა საუნდსისტემი" (პოლონეთი).

One Caucasus ასევე აქტიურად მუშაობს ადგილობრივი საზოგადოებისა და რეგიონის განვითარებაზე არაფორმალური განათლებისა და სხვა შემეცნებითი პროგრამების დანერგვის გზით. ასევე ფესტივალის ფარგლებში მარნეულში ჩამოყალიბდა პირველი სამოქალაქო ბიუჯეტი, რომელიც მხარს უჭერს სამოქალაქო ინიციატივებს და პროექტებს ადგილობრივ დონეზე.

One Caucasus ფესტივალი და პროგრამა ეს არის:

• მუსიკალური თანამშრომლობა - მუსიკა საზღვრებს გარეშე, რომელიც ანგრევს სტერეოტიპებს და მუსიკის ირგვლივ აერთიანებს ყველა ეროვნების ადამიანს.

• One Caucasus მულტიფუნქციური ქალაქი - „ჩვენი ოცნებების, არცთუ ისე სრულყოფილი ქალაქი", რომელსაც ქმნიან არქიტექტორები, უცხოელი და ადგილობრივი მოხალისეები.

• საერთაშორისო მოხალისეობრივი პროგრამა - ყოველ წელს ვიწვევთ ორმოცამდე ადგილობრივ და უცხოელ მოხალისეს 15-ზე მეტი ქვეყნიდან, რათა მათ თავად შექმნან One Caucasus-ის უნიკალური კონცეფციარაც მთავარია, ფესტივალი ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის – ფესტივალზე დასწრება, ტრანსპორტირება (წერაქვი-თბილისი/მარნეული/წითელი ხიდი/სადახლო) და საკარვე ზონა სრულიად უფასოა.

პროექტის პარტნიორები არიან: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი.

პროგრამა:

ხუთშაბათი, 24 აგვისტო

15:00 სთ-დან - One Caucasus ქალაქი

  • კინოთეატრი, იდეებისა და ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, ვორქშოფები, საბავშვო ზონა.

17:00 სთ-დან 19:00სთ-მდე  -  პატარა სცენა:

  • Yogaddin (აზერბაიჯანი)
  • Infest (საქართველო)
  • Jrimurmurner  (სომხეთი)

20:00 - მთავარი სცენა:

  • Psio crew (პოლონეთი)
  • Gordela (საქართველო)
  • Gordela (საქართველო) + Psio crew (პოლონეთი) 

პარასკევი, 25 აგვისტო

15:00სთ-დან - One Caucasus ქალაქი

  • კინოთეატრი, იდეებისა და ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, ვორქშოფები, საბავშვო ზონა.

17:00სთ-დან 19:00სთ-მდე  -  პატარა სცენა:

  • Kanudosi (საქართველო)
  • Ahmedowsky Trio (აზერბაიჯანი)

20:00 - მთავარი სცენა:

შაბათი, 26 აგვისტო

15:00 სთ-დან - One Caucasus ქალაქი

  • კინოთეატრი, იდეებისა და ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, ვორქშოფები, საბავშვო ზონა.

17:00სთ-დან 19:00სთ-მდე  -  პატარა სცენა:

Les gardiens du silence (აზერბაიჯანი)

20:00 - მთავარი სცენა:

კვირა, 27 აგვისტო

15:00 სთ-დან - One Caucasus ქალაქი

  • კინოთეატრი, იდეებისა და ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, ვორქშოფები, საბავშვო ზონა.

19:00 - მთავარი სცენა:

  • მარნეულის მუნიციპალიტეტის პროგრამა
  • ფესტივალის საუკეთესო მუსიკალური ნომრები

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ელენე ბაბაკიშვილს 577 14 19 85




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.