სამშენებლო კომპანია "რედ-კო" ახალ გუდაურში ახალ პროექტებს განხორციელებს.
„რედ-კოს“ დამფუძნებლის მირიან ქათამაძის თქმით, კომპანია 2018 წელს მშენებლობების ინტენსიურობის გაორმაგება იგეგმება - ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში გენგეგმის მიხედვით კიდევ 7 შენობის მშენებლობა დაიწყება.
2012-2016 წლებში „რედკოს“ ინვესტიციამ ახალ გუდაურში 45 მლნ დოლარს მიაღწია, ჯამში 5 აშენებული და 5 პროექტი მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ „რედ-კო“ 2018 წელს გუდაურში 5 აპარტოტელითა და უამრავი სიახლით შეხვდა. კომპანიის გეგმა 4-სეზონიანი კურორტის შექმნასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გრძელდება და რამდენიმე წელში კომპანიას უკვე მთლიანობაში 26-მდე პროექტი ექნება განხორციელებული.
გამორჩეულია „რედ-კოს სპა“, ახალი ევროპული სტანდარტების რესტორანი “მითლოუფ,” ლაუნჯ ბარში “ჩერი ფიქი”, პირველი სამორინე Casino Gudauri და გლამურული მაღაზია Besplendid - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული ბრენდის Bogner-ის ზამთრის სპორტული კოლექციით.
კომპანიამ უკვე არაერთგზის დაანონსა 5-ვარსკვლავიანი, 140-ნომრიანი სასტუმრო Radisson Blu Gudauri-ს გახსნა 2019 წლისთვის.
www.travelingeorgia.ge