ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კურორტ "გოდერძიზე" დაგეგმილი პროექტების შესახებ კომერსანტისთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი
23 მაისი, 2017

კურორტ „გოდერძიზე" დაგეგმილი პროექტების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, ბათუმიდან კურორტ „გოდერძიზე" წლის ბოლოდან ვეტმფრენი იფრენს. „გოდერძი რიზორტის" ხელმძღვანელი ზურა ჭურკვეიძე „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბათუმი-გოდერძის მიმართულებით სამარშრუტო ვერტმფრენი იმოძრავებს, რომელსაც მინიმუმ 6 ადამიანის გადაყვანა შეეძლება.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მუშავდება პროექტი,უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერიც. ჭურკვეიძის განცხადებით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი ვერტმფრენი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან იფრენს თუ ცალკე აეროდრომი მოეწყობა. მისი თქმით, ლოკაცია ბათუმი იქნება. „იქიდან გამომდინარე, რომ ვერტმფრენს არ სჭირდება საერთაშორისო აერპორტი, შესაძლებელია მოეწყოს ცალკე სივრცე, რომელსაც ცალკე გასასვლელი ექნება. გოდერძის კურორტზეც გამოიყოფა ადგილი, სადაც ვერტმფრენი დაჯდება და პატარა შენობა, სადაც ადმინისტრაცია განთავსდება"-აცხადებს ჭურკვეიძე.

მისი განცხადებით, ფრენები დოტაციაზე იქნება. 2017-2018 წლის ბიუჯეტიდან ამ მიზნით 300 000 ლარი დაიხარჯება. ფრენები სავარაუდოდ, 2017 წლის დეკემბრიდან დაიწყება და საკურორტო სეზონის დასრულებამდე (დაახლოებით 4 თვე) გასტანს. ჭურკვეიძის განცხადებით, მოთხოვნის შემთხვევაში ფრენები ზაფხულის სეზონზეც იქნება.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა იქნება ფრენის ღირებულება.

ჭურკვეიძის განცხადებით, კურორტ „გოდერძიზე" დაგეგმილია ეთნოგრაფიული მუზეუმის მოწყობაც. შედეგად, უნდა მოხდეს შენობის შეძენა და მოწყობა. 2018 წლის ბიუჯეტიდან ამისთვის 20 000 ლარია გამოყოფილი. მისი თქმით, შერჩეულია რამდენიმე ობიექტიც.

გარდა ამისა, დაგეგმილია 112-ის ობიექტებისათვის შენობის მშენებლობაც.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კურორტის პოპულარიზაციის მიზნით, 2017 წლის ბიუჯეტიდან 80 000 ლარი დაიხარჯება. მათივე ინფორმაციით, კურორტის შიდა საავტომობილო გზის მშენებლობაზე (3კმ)   2017-2018 წლის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი დაიხარჯება.

სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი" 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა.

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.