ჭავჭავაძის გამზირზე Radisson Red-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა ზაფხულიდან დაიწყება
ჭავჭავაძის გამზირზე Radisson Red-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა ზაფხულიდან დაიწყება. ამის შესახებ "საქმის კურსს" ბიზნესმენმა დავით კოდუამ განუცხადა.
მისი თქმით, ის ამ ეტაპზე მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება, რომელსაც, სავარაუდოდ, 2 თვეში აიღებს.
4-ვარსკვლავიანი 120-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა დაახლოებით 2 წელში უნდა დასრულდეს. როგორც კოდუა აცხადებს, ინვესტიციის სახით 15 მილიონი ლარი ჩაიდება.
Radisson Red-ი მუსხელიშვლის ძეგლის პირდაპირ განთავსდება.
businesscontract.ge