სასტუმრო RixosBorjomi-ს ბრენდს “ბორჯომი ლიკანი” 13 აპრილიდან ჩაანაცვლებს.
სს “ბორჯომი-ლიკანი ინტერნეიშენალის“ მენეჯმენტმა Rixos-ის ბრენდის მიერ ბორჯომის დატოვებაზე ცოტა ხნის წინ განაცხადა.
მენეჯმენტი ბრენდის ცვლილებას ახალი გამოწვევებით ხსნის და ოფიციალურ განმარტებაში მითითებულია, რომ მენეჯმენტს სურს, მოიზიდოს უფრო მეტი ევროპული ქვეყნის ტურისტი.
„გვსურს მაქსიმალურად გამოვიყენოთ მრავალწლიანი გამოცდილებისა და ისტორიის მქონე, ჩვენი უმშვენიერესი სასტუმროსა და ტერიტორიის უდიდესი პოტენციალი. შესაბამისად, ბრენდი “რიქსოსი”, “რიქსოს ბორჯომს” ოფიციალურად რამდენიმე კვირაში დატოვებს, ხოლო ჩვენ უახლოეს მომავალში, უფრო ძლიერი ბრენდის შემოსვლას ველოდებით.
მანამდე კი, „ბორჯომი ლიკანი“ ჩვეულ, დატვირთულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ლიკანის ულამაზესი პარკის შუაგულში მდებარე, სუფთა ჰაერითა და უნიკალური, სამკურნალო ბუნებით გარშემორტყმული ჩვენი სასტუმრო, საკუთარ სტუმრებს, კვლავაც 5 ვარსკვლავიან ხარისხსა და მომსახურებას სთავაზობს”, - განმარტავენ კომპანიაში.
ახალ ბრენდებს შორის სახელდება „აკორი ჯგუფი“, „ჰილტონი“, ასევე, „მარიოტი“.
www.travelingeorgia.ge