ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Rixos-ის ბრენდი ბორჯომს ტოვებს
05 მარტი, 2018

Rixos-ის ბრენდი სასტუმრო "Rixos-ბორჯომს" ტოვებს. როგორც BM.ge-ის სს "ბორჯომი-ლიკანი ინტერნეიშენალის“ დირექტორმა შალვა ალავერდაშილმა განუცხადა, ბრენდი ბორჯომს 13 აპრილს დატოვებს.

ალავერდაშვილი განმარტავს, რომ გადაწყვეტლება მხარეებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს და მენეჯმენტში ახალი, უფრო ძლიერი ბრენდის შემოყვანა იგეგმება.

ბრენდებს შორის სახელდება „აკორი ჯგუფი“, „ჰილტონი“, ასევე, „მარიოტი“.

ბორჯომ-ლიკანის კურორტის ტერიტორიაზე სასტუმრო “რიქსოს ბორჯომი” 2015 წლის თებერვალში გაიხსნა. ის „საპარტნიორო ფონდისა“ და კომპანია KazMunaiGaz Service-ის ერთობლივი პროექტია. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.