"ვეფხისტყაოსნის" მოტივებზე შექმნილი სასტუმრო Rustaveli Boutique Hotel -ის მენეჯმენტში ქართული კომპანია შევიდა
ვეფხისტყაოსნის" მოტივებზე შექმნილი სასტუმრო Rustaveli Boutique Hotel -ის მენეჯმენტში ქართული კომპანია g.vino შევიდა.
როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში რადიო „კომერსანტს" განუცხადეს აპრილიდან სასტუმროც და რესტორანიც სრული დატვირთვით მუშაობს და აქცენტი ძირითადად უცხოელ ტურისტებზე კეთდება.
რაც ეხება g.vino-ს ეს კომპანია უკვე ფლობს და მართავს რესტორანს , რომელიც ერეკლე მეორეს ქუჩაზე მდებარეობს.

Rustaveli Boutique Hotel -ი შექმნილია ვეფხისტყაოსნის თემატიკით, რაც ასახულია კიდეც ინტერიერზე და რესტორნის მენიუზეც.
სასტუმრო თავისუფლების მოედანზე მდებარეობს, ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინში გამოყენებულია ციტატები პოემიდან სამ - ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე. ნომრების დიზაინი კი პოემის სიუჟეტის მიხედვითაა შექმნილი. სასტუმროს ფოეიეში ძველი წიგნებით ბიბლიოთეკაც მოეწყო.

სასტუმრო ბუტიკის ტიპის, 4-5 ვარსკვლავიანია და ძირითადად, ისრაელიდან ვიპ-ტურებზე იქნება გათვლილი. იგი 15 ნომრიანია, პროექტში ინვესტიციის სახით 5 მილიონი დოლარი ჩაიდო.
ავტორ(ებ)ი: სალომე სოსელია
Commersant.ge