საგარეჯოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 30 ნომრიანი სასტუმრო «Rooms»-ი აშენდება
საგარეჯოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 30 ნომრიანი სასტუმრო „Rooms“-ი აშენდება!
სასტუმრო კომპლექსი მჭიდრო კავშირში იქნება აგროტურიზმთან. სასტუმროს ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი, ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე იქნება მოყვანილი.
ინვესტორების გეგმებში ასევე შედის კაკლისა და ნუშის მრავალწლიანი ნარგავების, ხელოვნური ტბორის და საოჯახო ტიპის გასართობ-დასასვენებელი კომპლექსის მოწყობა.
პროექტის განსახორციელებლად შპს „სითი ლოფტს“ 750 000 ლარად ქ. საგარეჯოში 3 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სოფელ სათაფლეში მდებარე 127 626 კვ.მ. არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა.