ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
7 ივლისს, პარასკევს, 21:00 საათზე ლაგოდეხის ბლუზფესტივალი შანა ვოთერსთოუნს (Shanna Waterstown) მასპინძლობს!
04 ივლისი, 2017

7 ივლისს, პარასკევს, 21:00 საათზე ლაგოდეხის ბლუზფესტივალი შანა ვოთერსთოუნს (Shanna Waterstown) მასპინძლობს! 

მსოფლიო ბლუზის ვარსკვლავს გასტროლებით აქვს შემოვლილი მთელი მსოფლიო. მისი კონცერტები იმართება ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალიაში, ავსტრიაში... გოსპელისა და ბლუზის ტრადიციული მელოდიებით, 2008 წელს გამოსულმა პირველი ალბომმა „Inside My Blues“, საერთაშორისო აღიარება მოუტანა მომღერალს.

შანა ვოთერსთოუნმა რუსეთში დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში მოახერხა, მხოლოდ ერთი დღით ჩამოფრენილიყო საქართველოში და კონცერტის დასრულებისთანავე მიემგზავრება. სწორედ ამიტომ ბლუზფესტივალის ტრადიციული პროგრამისგან გადახვევით კონცერტი შაბათის ნაცვლად პარასკევს გაიმართება.

ლაგოდეხში მიმდინარე I-მა საერთაშორისო ბლუზის ფესტივალმა „ბლუზფესტ.ჯი-2017“ სტარტი 17 ივნისს აიღო და 12 აგვისტომდე, ყოველ შაბათ-კვირას ჩატარდება.

ბილეთების იყიდება ონლაინ biletebi.ge-ზე და ადგილზე, კონცერტის დაწყებამდე. დედაქალაქიდან კონცერტზე წამომსვლელთათვის სპეციალურად დაინიშნა ავტობუსები, რომლებიც გამოდიან რესპუბლიკის მოედნიდან, 17:00-18:00 საათის შუალედში. წინასწარი ჯავშნით უზრუნველყოფილია ღამისთევა სასტუმროსა და გესტჰაუსში.

არ გამოტოვო ეს შანსი, ბლუზფესტივალი შენ გელოდება!

ფესტივალის ვებგვერდზე გაეცნობით გასულ და მომავალ პროგრამას: http://bluesfest.ge/

 




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.