პოლონური ავიაკომპანია Small Planet Airlines დღეიდან ბათუმის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს.
ავიარეისები ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე მიმდინარე წლის 28 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს, Airbus A321 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა 30 მაისს მიანიჭა.
Small Planet Airlines-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2017 წელს დაიწყო და ჩარტერულ რეისებს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ახორციელებდა.
www.travelingeorgia.ge