ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია Sportsway Tourism გაიმართება
31 ივლისი, 2017

28-29 სექტემბერს საქართველოში სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია Sportsway Tourism გაიმართება. 

კონფერენციის სპიკერები იქნებიან მსოფლიოში აღიარებული მოქმედი სპეციალისტები. ოლიმპიადების, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების, ევროპული, ისლამური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტების ხელმძღვანელები, - ფრედერიკ პერიე, ვლადიმერ ვოლოშინი, ლუის სილვა, ანდრეი კავუნი, ელჩინ საფაროვი, იგორ სტოლიაროვი, სტივენ ვორშოუ და სხვა. კონფერენციაზე განხილული იქნება, თუ რა გავლენას ახდენს რეგიონის განვითარებაზე სპორტული ტურნირების ორგანიზება, ამასთან, როგორ უნდა დაიგეგმოს სწორად ბრენდირებული ტურნირები. 

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილიის განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვვა მასობრივი სპორტის და სპორტული ტურიზმის განვითარებაა, უახლოეს მომავალში პარლამენტი ქმნის საკონსულტაციო საბჭოს სადაც დარგის სპეციალისტები გაერთიანდებიან. 

"ეს კონფერენცია მძლავრ ბიძგს მისცემს ახალი იდეების, ხედვის გენერირებას და ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ორგანიზტორებს". 

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ტურიზი ძალიან დინამიურად ვითარდება და მსგავსი დონის კონფერენცია ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.