ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტალებ რიფაი საქართველოზე: ღმერთმა დაგლოცოთ, შესანიშნავი ქვეყანა ხართ
05 აპრილი, 2017

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანმა ტალებ რიფაიმ, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც თბილისი 4-დან 7 აპრილამდე მასპინძლობს, საქართველოს პრემიერმინისტრსა და სხვა მინისტრებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, საქართველოს საუკეთესო მახასიათებელი ქართველი ხალხია.

"ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვმოგზაურობთ ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც პატივს ვცემთ. ჩვენ არ მივდივართ იმ ადგილებში, რომლებზეც კარგი წარმოდგენის არ ვართ. ჩვენ ვნახულობთ იმ ქვეყნებს, სადაც პატივს ვცემთ საზოგადოებას, კულტურას, ადამიანურ სიკეთეს, რადგან ამ გზით ჩვენ საკუთარი თავის პატივისცემასაც ვსწავლობთ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. 

სწორედ ამიტომ განაგრძობენ ადამიანები საქართველოს მონახულებას - რადგან არსებობს პატივისცემა, ძვირფასო პრემიერმინისტრო. საქართველოს საუკეთესო მახასიათებელი ქართველები არიან. სწორედ ეს განასხვავებს მას. რადგან მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანას შეუძლია დაიკვეხოს საკუთარი მთებით, სანაპიროებით, მდინარეებით, თუმცა არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია მიითვისოს სხვა სახელმწიფოს მოსახლეობა. თქვენ ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანები ხართ და უნდა იამაყოთ ამით. 

სწორედ ამიტომ განაგრძობს ხალხი საქართველოში ვიზიტს და ამ ინდუსტრიის განვითარებას, რადგან მიუხედავად იმისა, თუ რას ვაკეთებთ, ჩვენი უმთავრესი დანიშნულება ამ სამყაროს უკეთეს ადგილად ქცევა უნდა იყოს. მიუხედავად ამისა ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ მოგზაურობის დროს ჩვენ არ დავივიწყებთ ბუნების, კულტურის, მასპინძელი საზოგადოების პატივისცემას. პატივი ეცი ხალხს, საქართველოს, ღმერთმა დაგლოცოთ, შესანიშნავი ქვეყანა ხართ", - განაცხადა ტალებ რიფაიმ.

www.ipress.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.