ტალებ რიფაი: ტურიზმი ოპტიმიზმის ინდუსტრიაა - ის საშუალებას გვაძლევს, გავიღიმოთ და გაგვიღიმონ
"ჩვენ გვწამს, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ და ვქმნით უკეთეს სამყაროს - ოპტიმიზმის, იმედის მსოფლიოს, რადგან მთელი ამ მოგზაურობის გარდა, ტურიზმი სწორედ იმედისა და ოპტიმიზმის ინდუსტრიაა - ის საშუალებას გვაძლევს, გავიღიმოთ და გაგვიღიმონ", - აღნიშნულის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანმა ტალებ რიფაიმ, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც თბილისი 4-დან 7 აპრილამდე მასპინძლობს.
"ჩემო ძვირფასო მეგობრებო, როგოც ჩარლზ დიკენსმა აღნიშნა, ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე უარეს დროს და ჩვენ ვცხოვრობთ საუკეთესო დროს - ბუნებრივი კატაკლიზმების, ეპიდემიების, ეკონომიკური კრიზისის, ტერორისტული საფრთხეებისა და ომების, ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების, თვალსაჩინო უთანასწორობის, კლიმატის ცვლილებების პერიოდში.
უბრალოდ მოუსმინეთ დილის სიახლეებს და ჩათვლით, რომ მსოფლიო ნაწილებად იშლება. თუმცა ამავდროულად, ამ სირთულეებისა და ურთიერთდაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, გადაადგილებისა და მოგზაურობის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების მიუხედავად, ჩვენ საუკეთესო დროს ვცხოვრობთ - ჩვენ უფრო მჭიდროდ ვართ დაკავშირებულნი, მეტად ვართ ინფორმირებულნი, მეტად ვართ ჩართულნი პროცესებში - უფრო მეტი ვიცით ერთმანეთის შესახებ, მეტად ვზრუნავთ ერთმანეთზე. როგორც გლობალური ერთობა, ჩვენ გაცილებით უფრო უკეთეს პირობებში გვიწევს ცხოვრება ახლა.
მოდით, ერთ წამს დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ გაუმართლა ამ თაობას. სწორედ ამ ახალ მსოფლიოში მგზავრობისა და ტურიზმის ტრანსფორმაციულ ძალას ქვაკუთხედის ფუნქცია გააჩნია. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ და ვქმნით უკეთეს სამყაროს - ოპტიმიზმის, იმედის მსოფლიოს, რადგან მთელი ამ მოგზაურობის გარდა, ტურიზმი სწორედ იმედისა და ოპტიმიზმის ინდუსტრიაა - ის საშუალებას გვაძლევს, გავიღიმოთ და გაგვიღიმონ. ეს დღევანდელი სამყაროს უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია", - აცხადებს ტალებ რიფაი.
www.ipress.ge