გაცნობებთ, რომ მ/წ 5-7 მაისს, ქ. თბილისში, ლიტერატურულ მუზეუმში გაიმართება Tbilisi Tango Weekend-ი. აღნიშნული დღეების განმავლობაში ჩატარდება დღისა და ღამის მილონგები, რომელსაც დაესწრებიან ტანგოს ქართველი და უცხოელი მოცეკვავეები.
აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს არგენტინული სოციალური ტანგოს პოპულარიზაციას, თბილისის კულტურული ღონისძიებების გამრავალფეროვნებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის აგიტაციას.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ტანგოს საზოგადოება 9 წელზე მეტია არსებობს და ტანგოს სხვადასხვა აქტივობები სისტემატიურად ტარდება, მათ შორის ტანგოს საღამოები იმ ტრადიციით, რომელიც ბუენოს-აირესიდან მოდის და ისე, როგორც მთელ მსოფლიოში არგენტინული ტანგოს საღამოებზეა მიღებული.
დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით ღონისძიების ორგანიზატორს ბ-ნ ბექა გომელაურს მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე:
Mob: +995 592 308 010
Email: tangoaromas@gmail.com