ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სტუმრების კმაყოფილების დინამიკა თბილისის სასტუმროებში
02 თებერვალი, 2023

სტუმრების კმაყოფილების დინამიკა თბილისის სასტუმროებში

2019 წელის აპრილში რივერსაიდმა ჩაატარა კვლევა booking.com და TripAdvisor-ის მონაცემებზე დაყრდნობით. შედარებულ იქნა თბილისის 4 და 5 ვარსკვლავიანი 86 სასტუმრო, რომელთა ოთახების რაოდენობა აღემატება 20-ს;

2022 წელს გადავწყვიტეთ თვალი გვედევნებინა იგივე სასტუმროების გავლილი გზისთვის - რა შეიცვალა მათ მომსახურებაში, გაითვალისწინეს თუ არა სტუმრების რეკომენდაციები თუ შენიშვნები კომფორტისა და სიმყუდროვის საკითხებში.

პანდემიამ ტურიზმს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი დარტყმა მიაყენა. ამის შედეგია რომ 86 სასტუმროდან 20 სასტუმრომ შეწყვიტა ოპერირება -23%

სასტუმროების მხოლოდ 8% გარემონტდა

რეიტინგის შენარჩუნება ან გაუმჯობესება შესძლო - 32 სასტუმრომ - 37%

სტუმრების უკმაყოფილება გაიზარდა 35 სასტუმროში - 40%

ცალკე გამოვყოფთ 10 სასტუმროს, რომლებმაც სტუმრების კმაყოფილების მაქსიმალური გაუმჯობესება შესძლეს:

 

 სასტუმრო

2019

 

2022

რეიტინგის ცვლილება

comfort rate

 facilities rate

total rate

comfort rate

facilities rate

Staff
rate

total
rate

Hotel Beaumont Garden

6.4

6.1

6.3

8.3

8.1

8.7

8.1

1.8

Velvet

7.2

7.2

7.7

8.7

8.5

8.9

8.7

1

Cron Palace Tbilisi

8.2

8.1

8.1

8.9

8.4

9.3

8.9

0.8

Courtyard by Marriott

7.8

7.3

7.9

8.9

8.4

8.9

8.6

0.7

Bridge Boutique

8.2

8.2

8.4

9.4

8.9

8.4

9

0.6

Old Metekhi Hotel

7.8

7.7

8.2

8.8

8.5

9.1

8.8

0.6

King David

7.6

7.3

7.9

8.7

8.3

9.2

8.5

0.6

Citadines City Center Tbilisi

7.7

7.3

7.9

8.8

8.3

8.7

8.4

0.5

Radisson Blu Iveria

8.4

8.3

8.2

9

8.8

8.6

8.6

0.4

Tiflis palace

9

8.8

8.7

9.2

9

9.1

9

0.3

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა - სამუშაო და დასახვეწი ჯერ კიდევ უამრავი დეტალი გვაქვს, ძირითადად ისევ კომფორტის და მომსახურების სფეროში. თუმცა დადებითი და პოზიტიური ძვრები სასტუმროებში პერსონალის კმაყოფილების შეფასებაში უკვე ჩანს. განხილული სასტუმროების 95% პერსონალით კმაყოფილების შეფასება უფრო მაღალი აქვს ვიდრე ჯამური შაფასება!

მიუხედავად დახურული სასტუმროებისა, თბილისში იხსნება ახალ-ახალი სასტუმროებიც, რომლებიც იმედი გვაქვს სხვის შეცდომებს არ გაიმეორებენ და უკეთესად შესძლებენ მომსახურების გაწევას.

იმედი გვაქვს 2023 წელი იქნება მნიშვნელოვანი და გარდამტეხი სტუმართმოყვარეობის ხარისხის ასამაღლებლად!

ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს და ყოველწლიურად შემოგთავაზებთ განვლილი წლების შედეგებს. დაინტერესების შემთხვევაში პირადად გადმოგიგზავნით თქვენი სასტუმროს შეფასებას.

შთამაგონებელი სასტუმროების შესაქმნელად თქვენს გვერდით გვიგულეთ! 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.