"21 ევროპული ქალაქი, სადაც გამგზავრება არასდროს გიფიქრია, მაგრამ მაგრამ უცილებლად უნდა ეწვიო" - ამ სათაურით ბრიტანული გამოცემა The Telegraph ევროპული ქალაქების შესახებ სტატიას აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ სიაში მოწინავე პოზიციას თბილისი იკავებს.
The Telegraph-ის სტატიაში ჟურნალისტ კლერ ოლფრის გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან ციტატაა მოყვანილი.
„დღეს, თბილისში მშვენიერი „არტნუვო" შენობების ნახვა, ტრადიციული აივნებით ნამდვილად დიდი სიამოვნებაა. ქალაქში ახალი სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების რაოდენობა იზრდება და ისეთი გრძნობაა თითქოს თბილისი ბოლოს და ბოლოს თავის თავს ემსგავსება."
The Telegraph-ის სტატიაში თბილისი პოპულარული მომღერლის ქეთი მელუას ბავშვობის ქალაქად არის მოხსენიებული.
„თბილისის მდიდარი ისტორია, ქალაქის ძველი ნაწილი, მიხვეულმოხვეული ქუჩები განსაკუთრებით მიმზიდველია." -აცხადებს ქეთი მელუა.
სრული ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
გიმარაეში, პორტუგალია
ლუბეცკი, გერმანია
ვროცლავი, პოლონეთი
პოვდივი, ბულგარეთი
ეგერი, უნგრეთი
უმეა, შვედეთი
ვიტორია, ესპანეთი
მარიბორი, სლოვენია
სიონი, შვეიცარია
ოსიეკი, ხორვატია
სკოპიე, მაკედონია
ტრიესტე, ოტალია
ავტორ(ებ)ი: bfm.ge