ცნობილი ბრიტანული ონლაინ და ბეჭდური გამოცემა, The Telegraph მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ეკლესიების სიას აქვეყნებს. მნიშვნელოვანია, რომ Telegraph-ის ყურადღების ობიექტი გერგეტის სამების ეკლესია გახდა.
სავარაუდოდ გერგეტის სამების ეკლესიას ასეთ დიდებულებას მისი განლაგება ანიჭებს - ეკლესიას გარს თეთრი, მწვანე კავკასიონის მთები და მყინვარწვერი არტყავს. ეკლესია XIV საუკუნით თარიღდება. აქვეა სამრეკლო, რომელსაც მოგზაურები სანავიგაციო პუნქტად გამოიყენებენ. საბჭოთა კავშირის დროს გერგეტის სამებაში რელიგიური მსახურება აკრძალული იყო, თუმცა ახლა სხვა მდგომარეობაა,“ წერს Telegraph-ი.
ეკლესიების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
http://www.telegraph.co.uk/travel/arts-and-culture/The-worlds-most-beautiful-churches
commersant.ge