ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ადგილი, სადაც ყველაზე ახლოს ხარ წარსულთან და შეიგრძნობ აწყმოს
14 მაისი, 2018

– ადგილი, სადაც ყველაზე ახლოს ხარ წარსულთან და  შეიგრძნობ აწყმოს,  თბილისური  სიდარბაისლით  და სილაღით გაჟღენთილი. - „მარანი“ ძველ თბილისში,   რესტორანი, რომელიც გემოვნებით აზავებს ძველს, ახალთან, აღმოსავლეთს, ევროპასთან,  სადაც  პოეტები, ლექსისთვის  „რითმებს ეწვევიან ხოლმე და  განცდით დარაჯობენ ნიავს“. 

და აი მეც გრიშაშვილის სტროფი უნებურად წამემღერა. პოეტიკით დიდხანს თავსაც აღარ შეგაწყენთ.

გრიშაშვილის დაღმართზე,  ახლადგახსნილ რესტორანზე 1 თვეა მთელი ქალაქი ლაპარაკობს, მეც ვეწვიე  ჩემ  ხორვატ  სტუმრებთან ერთად.   იქიდან  კი სულ სიმღერ-სიმღერით დავეშვით  აბანოთუბანში, რომელიც ლამპიონების შუქზე განსაკუთრებით ლამაზი,  შეზარხოშებულზე კი უფრო აღმატებული.

კარგი ღვინის სიკეთეზე  ბევრი გამიგია, ბევრიც  მიამაყია   8 000 -იანი ტრადიიციით, იმაზე,  პირველი მევენახე რომ ქართველი იყო, იმაზეც ღვინის სმის და ქეიფის კულტურა  ოდიდგან რომ მოგვდევს და იმაზეც, ეს უცხოელები დღესაც რომ გავაკვირვე.

ალბათ არასდროს დაავიწყდებათ ეს დღე.   ყველა ისტორია მოვუყევი.  სადღეგრძელოებს შორის,  ერეკლე მეფის  სასურსათო რეფორმიდან, ფიროსმანის და  მისი მეეზოვის  მეგობრობით დასრულებული.  მეეზოვეთა ამქარზეც  არაფერი ჰქონდათ გაგებული. არც ბერიკების დღესასწაულზე და არც  7 მაისის თბილისურ წვიმაზე.  ამ  მაგუიურ დღის სანუკვარი ჩანაფიქრიც  გამანდეს - ჩვენ ქალაქში მალე დაბრუნება და  ჩვენ „მარანშიო“. აი ასე ერთხელ სტუმრობით ეს ადგილი  მათთვისაც  თავისი გახდა.

მერე კი ალბათ  ჩემს გარეშეც  აუყვებიან  ისევ იმ, უკვე ნაცნობ, აღმართს, უკვე თავის  სტუმრებთან ერთად.

ძალიან გამიგრძელდა,  საქმიან ნაწილზე უნდა გადავიდე.

„მარანი“  თავშეყრის ახალი ადგილია  ჩვენ ქალაქში.  დარბაზში საოცარი სიმყუდროვეა, რასაც  დახვეწილი ინტერიერი,  ყურადღებიანი მასპინძელი და  გარკვეულწლიდან  გემოვნებიანი მუსიკა ქმნის. ესადაგება სტუმრის ხასიათს და  განწყობას.  ჟანრობრივი შეზღუდვები არ არის.  დისკო,როკი,პოპი,ჯაზი,ბლუზი,ელექტრონული,  ყველაფერს მოისმენ. მუსიკალურ ნაწილს განსაკუთრებულად ექცევა ყურადღება. ამაზე დიჯეის ზრუნავს.შოუ პროგრამები მუდმივად განახლებადია. ეწყობა საავტორო საღამოები.

ეს ადგილი ყველა გემოვნების და ასაკის  სტუმარს მონუსხავს.  ჩემთვის ყველაზე შთამბჭდავი მაინც მოდერნის და სიძველის საოცარი შერწყმაა, , რესტორნის სავიზიტო ბარათი კი  მისი აივნები და უშველებელი ვერანდაა, საიდანაც მთლიანად იშლება თბილისის საოცარი ხედები. ყველა სიმაღლიდან გადმომიხედავს, მთაწმინდიდან და ნარიყალადან, მაგრამ ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ.

და ბოლოს, მენიუ,   ყველა  კერძს და სასმელს ვერ ჩამოვთვლი,  თქვენ უნდა დააგემოვნოთ. ყველაზე უცხო  და პიკანტურზე მოგახსენებთ, მიდიების ჩაქაფული, რომელიც  სხვაგან არსად შემოუთავაზებით. საფირმო ტრადიციულ ჩაქაფულზე აღარაფერს ვამბობ. მსგავსი არსად დამიგემოვნებია, არც მე და არც ჩემ ხორვატ  სტუმრებს. მათთვის უცხო არ იყო ღია სამზარეულო,  რასაც საქართველოში ბევრგან ვერ შეხდებით. 

შეხვედრამდე, „მარანში“ ....  , მე ტერასას გირჩევთ, ნარიყალას  და აბანოთუბნის გუმბათუბის  ფონით. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.