ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია TripAdvisor-ის პორტალზე საქართველოს გვერდის მხარდამჭერი იქნება
20 აპრილი, 2017
საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამოგზაურო პორტალ -ზე ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო.
 
თანამშრომლობის დეტალები და სამომავლო გეგმები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და TripAdvisor-ის მარკეტინგული მიმართულებების მენეჯერმა ჩედ შაივერმა საზოგადოებას პრესკონფერენციაზე გააცნეს.
 
ახალი შეთანხმებით, 1 წლის განმავლობაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია TripAdvisor-ის პორტალზე საქართველოს გვერდის მხარდამჭერი იქნება. 6 თვის განმავლობაში კი პორტალზე საქარველოს შესახებ აქტიური მარკეტინგული სარეკლამო კამპანია გაიმართება.
 
TripAdvisor საქართველოს პოპულარიზაციას 10 ქვეყანაში გაუწევს, მათშორისაა: გერმანია, პოლონეთი, იტალია, შვედეთი, ნორვეგია, დანია, უკრაინა, რუსეთი, ისრაელი და თურქეთი. კამპანიის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 65 ათას აშშ დოლარს ხარჯავს. 

TripAdvisor-ი მსოფლიოში უდიდესი ტურისტული პორტალია, რომელსაც ყოველთვიურად 390 მილიონი ვიზიტორი ჰყავს. ინტერნეტ მომხმარებლებს პორტალზე 465 მილიონი შეფასება და კომენტარი აქვთ დატოვებული.
 
TripAdvisor-ზე 7 მილიონზე მეტი განთავსების, კვებისა და გართობის ობიექტია წარმოდგენილი. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია TripAdvisor-ზე 2016 წელსაც გამართა.

 




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.