ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
VINOTEL-ის რესტორანი World Luxury Restaurant Awards -ის მფლობელი გახდა
14 მაისი, 2018

VINOTEL-ის რესტორანი World Luxury Restaurant Awards -ის მფლობელი გახდა

სასტუმრო VINOTEL-ის რესტორანი World Luxury Restaurant Awards -ის მფლობელი გახდა. მსოფლიო რესტორნების დაჯილდოება 14 ივლისს, ირლანდიაში, სასტუმროში Galgorm Resort & Spa გაიმართება. დაჯილდოებაზე ცნობილი გახდება, კონკრეტულად რომელ კატეგორიაში გაიმარჯვა VINOTEL-ის რესტორანმა.

„ვამაყობთ ჩვენი გუნდის ამ დიდი წარმატებით. დიდი მადლობა თითოეულ წევრს!“ - განმარტავენ სასტუმროს ადმინისტრაციაში.

კონკურსში გამარჯვებულებს მომხმარებლები გამოავლენდნენ. სასტუმროსა და მისი რესტორნის თითოეულ სტუმარსა და გულშემატკივარს ხმის მიცემა ონლაინ www.luxuryrestaurantawards.com/node/add/vote/219775  შეეძლოთ. 

კონკურსში მონაწილეობისთვის რესტორანს რამდენიმე ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილება უწევდა, მათ შორის მაღალი სტანდარტის ინტერიერის დიზაინი - გარემოსთან შესაფერისი მოსასვენებელი ადგილი და მაგიდის დეკორაცია; საკვების ხარისხი და სამზარეულოს მაღალი დონე - მზარეულების შეთავაზების მაღალი კულტურა, რომლებიც გამოირჩევიან დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით; სერვისის მაღალი შეფასება-მიმოხილვა - რესტორნის დადებითი  მიმოხილვა დასერვისის კარგი რეკომენდაცია.

VINOTEL-ს საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. 2017 წელს სასტუმრო მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდოს World Luxury Hotel Awards-ი მფლობელი, ორ კატეგორიაში გახდა. VINOTEL -ი  აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო პატარა სასტუმროდ ( The Best Small Luxury Hotel in Eastern Europe)  დასახელდა, საქართველოში კი საუკეთესო ბუტიკის ტიპის სასტუმროს (The Best Boutique Hotel in Georgia) სტატუსი მოიპოვა. ასევე,  მსოფლიოში უმსხვილეს სამოგზაურო საიტ TripAdvisor-ზე VINOTEL-ის სასტუმრო და რესტორანი მოგზაურთა 2017 წლის არჩევანი გახდა.

სასტუმრო VINOTEL -ი,  თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, 1872 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში არის განლაგებული, რომელიც  XIX საუკუნის თბილისში გამოგზაურებთ. VINOTEL-ი  მოიცავს სასტუმროს 13 უნიკალურ ნომერს, ევროპულ-ქართულ რესტორანს , ისტორიულ მარანს სადეგუსტაციო სივრცით და ექსკლუზიური, ნატურალური ღვინოების კოლექციით იმ მცირე მარნებიდან, რომლებმაც ქართული ღვინო მსოფლიოს გააცნეს.

VINOTEL-ის დიზაინი უნიკალურია. სასტუმროს ინტერიერს ძველებური, დახვეწილი ავეჯი ამშვენებს. უშპალერო, ხელით დამუშავებული კედლები, აგურის შეულესავი თაღები, ხალიჩები და ფარდაგები, ხელით მოხატული ჭერი, საგანგებოდ დაცული არქეოლოგიური ექსპონატები და ხელოვნების ნიმუშები, ქვისა და ხის ჰარმონიული მონაცვლეობა - ეს ყველაფერი  VINOTEL– ში პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული, ან პირვანდელის ზუსტი ასლია.

როგორიცაა თბილისი, ისეთია VINOTEL-იც: ზოგან ცოტა აზიაა და ბევრი ევროპა, ზოგან პირიქით, ჩინური კუთხეცაა, “აბრეშუმის გზის” აქცენტით. უმთავრესი კი ის არის, რომ -უყურებ ჩინურს, აზიურს თუ ევროპულს, იცი, რომ საქართველოში ხარ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.