ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
VOGUE: 5 მიზეზი საქართველოს მთებში სამოგზაუროდ
13 აპრილი, 2017

"საქართველოს მთები შესაძლოა არ გავს ალპებს, თუმცა უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ კავკასიის ამ მთიან ადგილს ესტუმროთ, განსაკუთრებით თოვლიან პერიოდში", - გავლენიანი გამოცემა Vogue მკითხველს იმ 5 მიზეზს აცნობს, რომლისთვისაც საქართველოს მთიან რეგიონებს უნდა ესტუმრონ. 

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სილამაზე გასული საუკუნის განმავლობაში „რკინის ფარდის მიღმა იყო დამალული“. 

"1991 წელს, საქართველო საბოლოოდ გამოჩნდა დასავლეთის რუკაზე", - ვკითხულობთ სტატიაში. ავტორი ქართველებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხს უწოდებს და აღნიშნავს, რომ თბილისის აეროპორტშიც კი სტუმრებს შეუძლიათ უფასო Wi-Fi სისტემით უსარგებლონ სახელწოდებით Tbilisi Loves You. 

5 მიზეზს შორის პირველ ადგილს სასტუმრო Rooms ყაზბეგი იკავებს, - გამოცემა წერს, რომ სასტუმროში, რომელიც მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს, სტუმრებს ისეთი სერვისების მიღება შეუძლიათ, როგორც ეს ქალაქად ხდება. 

მეორე მიზეზად ქართული სამზარეულო სახელდება. გამოცემა პარალელს ევროპის ზამთრის კურორტებთანაც ავლებს და მაგალითად ავსტრიული შნიცელიც მოჰყავს. ავტორი აღნიშნავს, რომ ქართული ტრადიციული კერძის - ხინკლის დაგემოვნება თბილისის რესტორნებშიცაა შესაძლებელი, თუმცა მთაში დამზადებული ხინკლის გემო მისგან განსხვავდება. "დაივიწყეთ დანა და ჩანგალი, თუკი თბილი ბულიონით სიამოვნების მიღება გსურთ", - წერს ავტორი და მკითხველს ხინკლის დაგემოვნების წესებს აცნობს. 
Heli-Ski - ის მესამე მიზეზია, რის გამოც Vogue მკითხველს საქართველოს მთიანი რეგიონების მონახულებას ურჩევს. გამოცემა საქართველოში სერვისით სარგებლობის ფასზე ამახვილებს აქცენტს და აღნიშნავს რომ მისი ღირებულება სხვა ქვეყნებთან შეხდარებით დაბალია და თუკი საქართველოში "ჰელი-სკი" 160 დოლარი ჯდება ეს შვეიცარიაში 390 დოლარია. 

მოინახულეთ UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, - სვანეთი ეს ცოცხალი მუზეუმია, - წერს სტატიის ავტორი და დეტალურად აღწერს სვანურ კოშკებს, ამასთან მკითხველს აცნობს, რომ სვანებმა დღემდე შეძლეს საკუთარი დიალექტისა და კულტურის შენარჩუნება. ამასთან, გამოცემა წერს, რომ სვანეთში მოსახვედრად ავტომობილით დედაქალაქიდან 8 საათია საჭირო, თუმცა ეს პრობლემა ავიამიმოსვლამ გადაჭრა, რომლის მეშვეობითაც სვანეთში ჩასასვლელად 40 წუთია საჭირო. 

ღრუბლებში ფრენა, - ავტორი წერს, რომ იმ ტურისტებისთვის ვისაც ადრენალინის მიღება, ნაკლები ფიზიკური აქტივობით სურთ, საუკეთესო საშუალება პარაპლანით გადაფრენაა. 

WWW.BM.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.