WorldTravelAwards™-მა სასტუმრო Sheraton Batumi „საქართველოს წამყვან სასტუმროდ“ დაასახელა.
Sheraton Batumi 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა. სასტუმრო 202-ნომრიანია და ექსპლუატაციაში 2010 წლის გაზაფხულზე შევიდა. Sheraton Batumi-ში 202 ნომერია და მომხმარებელს მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობს. სასტუმროში არის საპრეზიდენტო ნომერიც. ფუნქციონირებს სპა ცენტრი საუნითა და ჯაკუზით. არის შეხვედრებისა და კონფერენციების დარბაზები უზრუნველყოფილი შესაბამისი აღჭურვილობით.
სასტუმრო თურუქლი ინვესტიციით არის აშენებული.
World Travel Awards-ის პრემიას ტურისტულ ოსკარსაც უწოდებენ. ყოველწლიურად მისი მფლობელები ხდებიან მოგზაურობის, სამოქალაქო ავიაციისა და სასტუმრო ბიზნესის ინდუსტრიის წარმომადგენლები. საზეიმო წვეულება 10 დეკემბერს ვიეტნამში, ცნობილ კუნძულ-კურორტზე ფუკუოკზე გაიმართა.
გამარჯვებული ვლინდება ონლაინ ხმის მიცემის პრინციპით, რომელშიც მონაწილობას იღებს ათასობით პროფესიონალი და მილიონობით მოგზაური. ძირითად კრიტერიუმად განისაზღვრება პროდუქტის ხარისხი და სერვისის დონე.
WorldTravelAwards ™ დაარსდა 1993 წელს. ყოველწლიურად, საერთაშორისო ჟიური სასტუმროებსა და ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს სხვადასხვა კატეგორიაში აჯილდოვებს, როგორც მსოფლიო, ისე – საერთაშორისო თუ რეგიონალურ დონეზე. კატეგორიები მოიცავს სასტუმროს, ავიაკომპანიას, ტურისტულ სააგენტოსა, და ავტოსატრანსპორტო მომსახურების კომპანიებს.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge