უკრაინული ავიაკომპანია YAN AIR-ი, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, რეგულარული რეისების განხორციელებას ლვოვი-ბათუმი-ლვოვის მიმართულებით იწყებს.
ავიერეისები 8 ივნისიდან 28 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს, Boeing B737-ის, Airbus A321-ის და MD83-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა 12 მარტს მიანიჭა.
ახალი მიმართულების გარდა, YAN AIR რეგულარულ რეისებს კიევიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ასრულებს. სააგენტოში მიიჩნევენ, რომ საჰაერო მიმოსვლის გაზრდილი გეოგრაფიული არეალი კიდევ უფრო გაამარტივებს და ხელმისაწვდომს გახდის ორ ქვეყანას შორის გადაადგილებას.
www.travelingeorgia.ge