უკრაინული ავიაკომპანია YANAIR-ი ახალ მიმართულებას ამატებს. კომპანიამ ხარკოვი-ბათუმი-ხარკოვის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება 4 ივნისს დაიწყო.
YANAIR-ს რეგულარული ფრენების შესასრულებლად ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 1 ივნისს მიანიჭა.
ავიარეისები Airbus A321, Boeing B737 და MD83 ტიპის საჰაერო ხომალდებით, მიმდინარე წლის 6 ოქტომბრამდე განხორციელდება: 4 ივნისიდან 23 ივნისამდე ავიაკომპანია კვირაში ერთი სიხშირით (ყოველ ორშაბათს) იფრენს; 23 ივნისიდან 6 ოქტომბრამდე – კვირაში 2 სიხშირით (ყოველ ორშაბათსა და შაბათს).
YANAIR-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ახალი მიმართულების გარდა, ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს კიევიდან ბათუმისა და თბილისის მიმართულებით და ოდესიდან – ბათუმისა და თბილისის მიმართულებით ასრულებს. 8 ივნისიდან, YANAIR აგრეთვე განაახლებს სეზონურ ფრენებს ლვოვი-ბათუმი-ლვოვის მიმართულებით.
www.travelingeorgia.ge