ავიაკომპანია Yanair-ი ლვოვი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს.
საინფორმაციო პორტალი avianews.com-ის ცნობით, პირდაპირი რეისების შესრულებას კომპანია 8 ივნისიდან დაიწყებს.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. დასაწყისისთვის რეისი კვირაში ერთხელ, პარასკევს შესრულდება. მოგვიანებით სიხშირე 2-მდე გაიზრდება და დამატებითი ფრენა სამშაბათობით შესრულდება.
ეკონომ-კლასზე ბილეთის ფასი 219 დოლარია და მასში შედის კვება და 23 კგ ბარგი.
www.travelingeorgia.ge