ავიაკომპანია Yanair-ი ხარკოვიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისების შესრულებას 4 ივნისიდან, დაიწყებს.
რეისები კვირაში ერთხელ ორშაბათს განხორციელდება. გაწერილი განრიგის მიხედვით, Yanair-ი მარშრუტზე ოპერირებას 24 სექტემბრამდე გეგმავს.
ფრენა ხარკოვიდან ადგილობრივი დროით 16:00 საათზე (ადგილობრივი დროით), ბათუმიდან 13:15 საათზე (ადგილობრივი დროით) განხორციელდება.
ფრენის ხანგრძლივობა 2 საათი და 40 წუთია. ავიაბილეთის ღირებულება 220 დოლარიდან (ორი გზა), ტარიფი მოიცავს ჩასაბარებელ ბარგსა და კვებას.
www.travelingeorgia.ge