ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
AAWE: ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაცია მოხდა
02 ივლისი, 2019

ამერიკის შეერთებული შტატების ღვინის ეკონომისტთა ასოციაციამ (AAWE) ქართული ღვინის ექსპორტზე მიმოხილვა გამოაქვეყნა. AAWE აღნიშნავს, რომ 2006 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებული ემბარგო ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის იყო ბიძგის მიმცემი, რათა მათ ახალი ბაზრების ძიება დაეწყოთ.

“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ქართული ღვინისთვის კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია, ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვამ, რომელიც 2006 წლიდან 2013 წლის დასაწყსამდე მოქმედებდა, ხელი შეუწყო ქართული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას”, – წერია AAWE- ის facebook- ის გვერდზე.

AAWE-მ ასევე გამოაქვეყნა რუსული გაზეთის “კომსომოლსკაია პრავდას”, ყდა, რომლითაც რუსეთი 2006 წელს საკუთარ მოსახლეობას ქართული ალკოჰოლური სასმელების დალევაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდა.

“რუსული გაზეთის” კომსომოლსკაია პრავდას “2006 წლის 5 მაისის ნომერში განთავსებული ილუსტრაცია, რომელიც მკითხველს უწოდებს, რომ ქართული ღვინო არ დალიონ. რუსულ ენაზე წერია:«Уважай себя и Родину – не пей грузинское вино!», თარგმანი: “პატივი ეცი საკუთარ თავსა და სამშობლოს, არ დალიოთ ქართული ღვინო.”

BMG


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.