ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აბასთუმანი მრავალფუნქციურ კურორტად იქცევა
02 თებერვალი, 2018

მთავრობა დაბა აბასთუმნის რეაბილიტაციას და ურბანულ განახლებას გეგმავს. 

ამ მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაბა აბასთუმნის
ურბანული განახლების პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის
საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

პროექტის მიზანია აბასთუმანის მრავალფუნქციურ კურორტად ქცევა. ტენდერი 9 მლნ ლარის სამუშაოების შესყიდვაზეა გამოცხადებული.

წინადადებების მიღებ იწყება 2 თებერვლიდან, განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 12 თებერვლის 15:00 საათი.

პროექტს მსოფლიო ბანკი რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში აფინანსებს.

აღსანიშნავია, რომ დაბა აბასთუმანს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა, აბასთუმნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მოლაპარაკება ადიგენის მერთან, ზაქარია ენდელაძესთან გამართეს.

მერიაში განმარტავენ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს დაბა აბასთუმნის განვითარებას, ტურისტული პოტენციალის ამაღლებასა და მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.