ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"აბასთუმანი რუმსი", სავარაუდოდ, 2025 წლის ზაფხულში გაიხსნება - ვალერი ჩეხერია
23 თებერვალი, 2024

„აბასთუმანი რუმსი“, სავარაუდოდ, 2025 წლის ზაფხულში გაიხსნება. ამის შესახებ „რუმსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის ინვესტიცია 18 მლნ დოლარამდე იქნება.

„აბასთუმანში სასტუმროს DFC-სთან (ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების საფინანსო კორპორაცია) პარტნიორობით ვაშენებთ. გვინდა, რომ 2025 წლის ზაფხულში გავხსნათ. სახელმწიფოსთან ერთად ვმუშაობთ ძალიან აქტიურად იმიტომ, რომ თვითონ კურორტი იფუთება, რომ მთლიანად ეკოლოგიური იყოს. ეს იქნება განსხვავებული პროდუქტი, რაც საქართველოში აქამდე არ ყოფილა. მაგალითად, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება, მხოლოდ ელექტრომობილებით იქნება შესაძლებელი. ასევე, უამრავი გამაჯანსაღებელი მიმართულებით სხვადასხვა ინფრასტრუქტურა იქნება ქალაქში გამართული.  ეს ელექტრო ტრანსპორტის ქალაქი უნდა იყოს, ყველა საკითხზე სახელმწიფოსთან ერთად ვმუშაობთ და იმედი მაქვს, რომ ძალიან წარმატებულად, განსხვავებული პროექტით შემოვალთ მომავალ წელს ბაზარზე. აღნიშნული პროექტის მთლიანი ინვესტიცია მაქსიმუმ 18 მლნ დოლარია, საიდანაც 50% არის DFC-ის პარტნიორობა“, - განაცხადა ჩეხერიამ.

„აჭარა ჯგუფმა“ კურორტ აბასთუმანში ძველი სანატორიუმის შენობა შეიძინა. ყოფილი სანატორიუმი 1924 წელს არის აშენებული. ჯგუფს სასტუმროში 10 მლნ დოლარის ინვესტირებაზე ჰქონდა გაცხადებული.

bp.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.