«რედიქსი» და «საპარტნიორო ფონდი» აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობას ზაფხულში დაიწყებენ
კომპანია "რედიქსი" და საპარტნიორო ფონდი აბასთუმანში სასტუმროს 2018 წლის ბოლოს ან 2019 წლის დასაწყისში გახსნიან.
"საქმის კურსთან" საუბრისას "რედიქსის" ხელმძღვანელი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ სასტუმროს მშენებლობა აბასთუმანში მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება. მისი თქმით, პროექტი უკვ დამტკიცებულია.
სასტუმრო 140-ნომრიანი იქნება და მასში ინვესტიციის სახით 32 მილიონი დოლარი ჩაიდება.
პაპაშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება შევა თუ არა სასტუმროს მართვაში რომელიმე საერთაშრისო ბრენდი.
ლაშა პაპაშვილმა აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება 2009 წელს აიღო, თუმცა, საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შეასრულა. 2014 წელს მთავრობის განკარგულებით ბიზნესმენი საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა.
მოგვიანებით პროექტში საპარტნიორო ფონდი შევიდა.
.jpg)
WWW.BM.GE