აბასთუმანში უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება
აბასთუმანში, „მარიოტის“ საერთაშორისო ქსელის უმარლესი კლასის Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. ინიციატივა „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“ ეკუთვნის და მათივე ინფორმაციით, სასტუმრო 2020 წელს უკვე მოემსახურება დამსვენებლებს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, სასტუმროს მთლიანი სამშენებლო ფართი 25 000 კვ,მ იქნება, აქედან 15 000 კვ.მ ეზო. სასტუმრო წიწვოვანი ტყით გარშემორტყმული იქნება და ჯამში 140 ნომერს გააერთიანებს. ადგილზე იქნება სპა, აუზი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ტერასა 360 გრადუსიანი ხედით…
შენობის არქიტექტურა ალპური ხასიათის მქონდე ფასადისაგან შედგება, რაც კარგად ერწყმის არსებულ ლანდშაფტს. მოსაპირკეთებელ მასალად კი ძირითადად მინის, ხისა და ქვის ფაქტურები იქნება გამოყენებული. საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, პროექტის მშენებლობის ეტაპზე 300 ადამიანი დასაქმდება, ხოლო სასტუმროს ამოქმედების შემდგომ 250 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.